„პარი სენ-ჟერმენის“ სტილით საფრანგეთის ნაკრები ვერ ითამაშებს, რადგან კვარაცხელია, ჰაკიმი და ვიტინია არ გვყავს – დიდიე დეშამი

საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი განმარტავს, რომ მისი გუნდი ვერ შეძლებს ისეთი სტილით თამაშს, როგორიც „პარი სენ-ჟერმენს“ აქვს, რადგან მას მსგავსი სტილის ფეხბურთელები არ ჰყავს.
„წუწუნს არ ვაპირებ, თუმცა ფაქტია — ასეთი სტილის ფეხბურთელები, როგორიც „პარი სენ-ჟერმენს“ ჰყავს, საფრანგეთის ნაკრებში არ თამაშობენ. რა ვქნათ? ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, ვიტინია და კვარაცხელია ფრანგები არ არიან.
კი, თეორიულად მათი თამაშის გამეორება შეიძლება, მაგრამ ამისთვის საკმარისი დრო ნაკრებში უბრალოდ არ გვაქვს“, – განაცხადა დეშამმა.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ 2024-2025 წლების სეზონში სამი ტიტულის მოგება მოახერხა.

ასევე დაგაინტერესებთ

„აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოს ავიაბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ყველა მიმართულებით გვქონდეს როგორც ავიარეისები, ასევე ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა“ – თამარ იოსელიანი

მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს