“21 წლის ბიჭი ჯოხის მოქნევის გამო 4 წლით და 6 თვით ციხეში გაუშვეს, ეგაა ქოცების სამართალი”- რას წერს ტატო ბაციკაძე

სოციალურ ქსელში ტატო ბაციკაძე მათე დევაძის დაპატიმრებას ეხმაურება.

“21 წლის ბიჭი, ჯოხის ორჯერ მოქნევის გამო, პოლიციელს ხელში რომ გაარტყა, 4 წლით და 6 თვით გაუშვეს ციხეში – სწორიაო, ქოცმა.

ასობით ადამიანი დაკავების შემდეგ ისე რომ სცემეს, პატრონიც რომ ვერ ცნობდა, იმ მოძალადეებიდან რამდენი დაიჭირეს ან დასაჯეს? როგორ?! ნული?! არავინ?! საერთოდ არავინ?! ვააა.

ეგაა ქოცური სამართალი: თუ ამათთან ხარ, ლამის ყველაფერი გეპატიება, თუ ამათთან არ ხარ, ჯოხის მოქნევისთვის 5 წლით ჩაგსვამენ.”- წერს ტატო ბაციკაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძემ ახალი პოზიციიდან საზოგადოებას მისცა პირობა, რომ პირადად ჩაუღრმავდებოდა აქციებზე მომხდარი ინდივიდუალური ძალადობრივი ქმედებების გამოუძიებლობის საკითხს. ფაქტობრივად, ეს იყო გარანტია, რომ ის ძალოვნები, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს, აუცილებლად აგებდნენ პასუხს კანონის წინაშე