მიხეილ სარჯველაძე – ტყუილია, რომ ხელისუფლება ბიჭვინთის აგარაკების თემაზე დუმს – ერთადერთი, რასაც ჩვენ ოკუპაციის მანკიერი და დასაგმობი მოვლენის წინააღმდეგ არ ვაკეთებთ, არის ის, რომ ომს არ ვაცხადებთ

ის, რომ ხელისუფლება ბიჭვინთის აგარაკების თემაზე დუმს, აბსოლუტური ტყუილია, რომლის ტირაჟირებას ოპოზიცია ცდილობს – ერთადერთი, რასაც ჩვენ ოკუპაციის მანკიერი და დასაგმობი მოვლენის წინააღმდეგ არ ვაკეთებთ, არის ის, რომ ომს არ ვაცხადებთ, – ასე უპასუხა ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” დეპუტატმა მ.
სარჯველაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას პოზიცია მკაფიოდ, ცხადად და არაორაზროვნად აქვს გაცხადებული და შეურიგებელია ოკუპაციასთან, რა ფორმითაც არ უნდა ვლინდებოდეს.
„ნებისმიერი აქტთან, რომელიც არ მოდის შესაბამისობაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან, ვართ შეურიგებელი და აბსოლუტურად კრიტიკული. საქართველოში ოკუპაცია უნდა დამთავრდეს – ეს არის მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა ითქვას. ერთადერთი, რასაც ჩვენ ოკუპაციის მანკიერი და დასაგმობი მოვლენის წინააღმდეგ არ ვაკეთებთ, არის ის, რომ ომს არ ვაცხადებთ. რაც გაკეთებადია ამის მიღმა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ხელი შეუშალოს პროცესს, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, ოკუპირებული ს ე.წ. პარლამენტმა 27 დეკემბერს დილით რუსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რომლითაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკები რუსეთს გადაეცა. შეთანხმების მოწინააღმდეგეები ე.წ. პარლამენტთან შეიკრიბნენ და ტერიტორიის სთვის გადაცემა გააპროტესტეს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე – ძალიან კარგად იციან, რომ თუ არ მიდიხარ საგამოძიებო კომისიაზე, ამას მოჰყვება შესამაბისი რეაგირება – იციან, რომ სასჯელი დიდი არ არის, ამით უნდათ პოლიტიკური ბენეფიტების მიღება

შალვა პაპუაშვილი – მგონი, ბატონმა ფიშერმა უარი თქვა ელჩობაზე და იქცა რადიკალური ოპოზიციის ყველაზე რადიკალური ფრთის მხარდამჭერად – გერმანელი ხალხი ნამდვილად არ არის ამ ღირებულების მატარებელი, რასაც ფიშერი ქართველ ხალხს აჩვენებს

ცირა ელისაშვილი: არჩევნებში თუ შედიხართ გაბედეთ ამის თქმა, დროულად. საზოგადოება თავად შეაფასებს თქვენი პოზიციის მართებულობას, მთავარია რომ თქვათ სიმართლე, როცა თქვენი კოლეგის სიცოცხლე ბეწვის ხიდზე გადის!