გიორგი ბარამიძე – მიხეილ სააკაშვილს ომბუდსმენის მონახულება და კონსილიუმი კი არ სჭირდება, არამედ დაუყოვნებლივ უნდა იყოს გათავისუფლებული

მიხეილ სააკაშვილს ომბუდსმენის მონახულება და კონსილიუმი კი არ სჭირდება, არამედ დაუყოვნებლივ უნდა იყოს გათავისუფლებული. ჩვენ თუ გვინდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, საქართველოს არ უნდა ჰყავდეს პოლიტპატიმრები, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა. ბარამიძე სახალხო დამცველის „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ლევან იოსელიანი მზადყოფნას გამოთქვამს, სააკაშვილი მოინახულოს, ასევე, მისი ინფორმაციით, იანვარში სააკაშვილთან კონსილიუმს უწევს შესვლა.
ბარამიძის თქმით, იმისთვის იხდის სასჯელს, რომ თანამედროვე ქართული სახელმწიფო ააშენა და პუტინს დაუპირისპირდა.
„მიხეილ სააკაშვილს ომბუდსმენის მონახულება და კონსილიუმი კი არ სჭირდება, არამედ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებული. მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არის სირცხვილი მთელი ქართული საზოგადოების, არის უკანონობა. ის არის პოლიტიკური პატიმარი, რომელიც იმისთვის იხდის სასჯელს, რომ თანამედროვე ქართული სახელმწიფო ააშენა და პუტინს დაუპირისპირდა, ის უნდა იყოს ძალიან მოკლე ვადაში გათავისუფლებული. ამის საშუალება აქვს ქალბატონ ზურაბიშვილის და თუ ჩვენ გვინდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, საქართველოს არ უნდა ჰყავდეს პოლიტპატიმრები.“ – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ