“დღეს გავარკვიეთ საინტერესო გარემოება…” – ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანის სასამართლო პროცესი გადაიდო – მოსამართლემ სხდომა 13 ივნისს, 12:00 საათზე ჩანიშნა.
როგორც ტელეწამყვანმა განაცხადა, დღეს გაარკვია, რომ მის წინააღმდეგ სარჩელი მამუკა მდინარაძემ შეიტანა.
ცნობისთვის, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სწორედ ფრაქცია ქართულმა ოცნებამ შეიატანა ეს ე.წ. კოლექტიური საჩივარი, შსს–ს კომენტარიდან გუშინ გავრცელდა.
დღეს გავარკვიეთ საინტერესო გარემოება – აღმოჩნდა, რომ თეა წულუკიანის და ლაშხის მაგივრად მამუკა მდინარაძემ გვიჩივლა. სარჩელი შეუტანია მამუკა მდინარაძეს. მამუკა მდინარაძემ გადაწყვიტა, რომ ის სტატუსი, რომელიც მეწერა – სიტყვა “დურა” და ბატის სმაილი, იყო შეურაცხმყოფელი. მოვითხოვეთ წულუკიანის და ლაშხის დაკითხვა, რადგან იქნებ ისინი თავს შეურაცხყოფილად არ გრძნობენ და მამუკას ტყვეობაში არიან. ამ შენობაში არ არსებობს მოსამართლე, რომელიც აქ მათ დაბარებას გაბედავს”. – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
ცნობისთვის, დღეს, 12 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-მდე აქტივისტი და ჟურნალისტი დაიბარეს. ყველა მათგანს „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებისათვის ფეისბუქზე შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.
ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს FB-სტატუსების გამო ედავებიან 173-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რაც 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო