ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა

უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ჩვენი ხალხი სახლში ბრუნდება. დღეს, ჩვენი შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და სასაზღვრო სამსახურის მებრძოლები სახლებში დაბრუნდნენ. ყველა მათგანი სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. ეს უკვე მძიმედ დაჭრილი და მძიმედ დაავადებული ჯარისკაცების დაბრუნების მეორე ეტაპია“, – წერს X-ზე.
უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, დაბრუნებულ ჯარისკაცებს შორის მყოფი ზოგიერთი სამხედრო უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.
„ვაგრძელებთ მუშაობას, რათა რუსული ტყვეობიდან სახლში ყველა დავაბრუნოთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ მზად ვართ, განვაახლოთ მუშაობა – ერთად უფრო ძლიერები ვართ: „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“