მზის ელექტროსადგურების საინჟინრო და სამშენებლო კომპანია “შაინ ენერჯი” და “ტერა ბანკი” ერთობლივ ვებინარს “მზის ელექტროსადგურების მშენებლობა და მწვანე დაფინანსება“ – ატარებენ.
ვებინარის ფარგლებში, დაინტერესებული პირები განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსებისა და მზის ენერგიაზე დაფუძნებული ინვესტიციების შესაძლებლობებსა და უპირატესობებზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ.
“შემოგვიერთდი ვებინარზე „მზის ელექტროსადგურების მშენებლობა და მწვანე დაფინანსება“ და მიიღე ამომწურავი ინფორმაცია განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსებისა და მზის ენერგიაზე დაფუძნებული ინვესტიციების შესაძლებლობებსა და უპირატესობებზე.
ვებინარს გაუძღვებიან კომპანია Shine Energy-ის დამფუძნებელი ნინო გადელია და ტერაბანკის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განყოფილების უფროსის მოადგილე ბექა ბიბილაშვილი.
ვებინარზე სპიკერები განიხილავენ:
სახელმწიფო სუბსიდირების ხელმისაწვდომ პროექტებს;
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროდუქტის პირობებს;
ტერაბანკის მწვანე შეთავაზებებს ბიზნესისათვის;
მზის ელექტროსადგურების მუშაობის პრინციპებს და პრაქტიკულ სარგებელს.
შეხვედრა ასევე შეეხება: საქართველოში მზის ენერგიის პოტენციალსა და მოქმედ რეგულაციებსა და ნებართვების მიღების პროცესს (Net Metering/Net Billing-სა და PPA/CFD მოდელებს);
EPC კომპანიის არჩევისა და საინვესტიციო თავისებურებების მნიშვნელობას;
Shine Energy-ს გარანტიებსა და პრაქტიკულ გამოცდილებას.
ვებინარის თარიღი: 26 ივნისი დრო: 15:00 საათი რეგისტრაციისთვის ეწვიე ბმულს: https://forms.gle/rEbD32oeDu1AUwGy7 დასწრება თავისუფალია”.




