Porsche ზედიზედ მერვე წელი ფუფუნების ბრენდებს შორის ლიდერად რჩება

გერმანული ავტომობილების ბრენდი Porsche ფუფუნების საქონლის სეგმენტში მსოფლიო ლიდერად ზედიზედ მერვე წელია რჩება, იტყობინება Brand Finance. ამავდროულად, კომპანიის ღირებულება ბოლო ერთი წლის განმავლობაში 4.6%-ით, 41.1 მილიარდ დოლარამდე დაეცა.
სუნამოების მწარმოებელი Chanel მეორე ადგილზე გადავიდა (+45.4%-ით, $37.9 მილიარდამდე), ხოლო მესამე ადგილზე გადავიდა Louis Vuitton, რომელიც თავისი ჩანთებით არის ცნობილი, (+2.1%-ით, $32.9 მილიარდამდე). რეიტინგში ღირებულების ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა Chanel-მა აჩვენა.