ამ ადამიანების მოტივაცია მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ 2024 წელს ვიბრძოლებთ უთანასწორო ბრძოლაში და აუცილებლად გავიმარჯვებთ მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით ქართველ ხალხთან ერთად, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომელიც საგარეჯოში პარტიის რაიონულ ორგანიზაციას შეხვდა.
ხაბეიშვილის თქმით, დღეს შეხვედრები ექნება დედოფლისწყაროში, ყვარელში, თელავში და სრულად კახეთს მოივლის.
„შევხვდით საგარეჯოში ადგილობრივ ლიდერებს, ცხადია მადლობა გადავუხადეთ ამ ადამიანებს იმ საქმიანობისთვის, რასაც ამ წლების განმავლობაში აკეთებენ. ის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ამ ადამიანების, ქართველი ხალხის დამსახურებაა. ხალხმა, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა და 1:0-ს ვიგებთ რუსულ პარტიასთან, ეს გამარჯვება აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. დღეს შეხვედრები გვექნება დედოფლისწყაროში, ყვარელში, თელავში, სრულად მოვივლით კახეთს. ასევე, ვემზადებით 2024 წლის არჩევნებისთვის პრეზიდენტ სააკაშვილის ლიდერობით ქართველ ხალხთან ერთად გასამარჯვებლად. ჩვენ ყველა მოსამზადებელი ეტაპი, ფაქტობრივად, გავიარეთ, გვაქვს გამარჯვების კოალიცია, გვაქვს ყველაზე მაგარი ინფრასტრუქტურა და ამ ადამიანის მოტივაცია მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ ამ უთანასწორო ბრძოლაში და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.