და ჩინეთი ექსპორტზე კონტროლის შემსუბუქების გეგმაზე შეთანხმდნენ – Reuters

აშშ-სა და ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა ლონდონში ორდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადეს, რომ შეთანხმდნენ პირობებზე, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს განაახლონ სავაჭრო ზავი, მოხსნან შეზღუდვები და შეამსუბუქონ -ის ექსპორტის კონტროლი, იტყობინება Reuters.
ორივე მხარეს 10 აგვისტომდე აქვს ვადა უფრო ფართო შეთანხმებების მისაღწევად, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ს მხრიდან ტარიფები დაახლოებით 30 პროცენტიდან 145 პროცენტამდე გაიზრდება, ხოლო ჩინეთის მხრიდან 10 პროცენტიდან 125 პროცენტამდე.
აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა ჰოვარდ ლუტნიკმა მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩარჩო შეთანხმება „არსს სძენს“ ჟენევის შეთანხმებას ორმხრივი ტარიფების შემსუბუქების შესახებ, რომლებმაც სამნიშნა რიცხვს მიაღწია.

ასევე დაგაინტერესებთ

„რუსი სამხედროების ქმედებები კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ ორ დანაშაულს წარმოადგენს – პირველი არის მკვლელობა და მოსახლეობის ძალადობრივი გადასახლება და მეორე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოქალაქეების დეპორტაცია“ – გაეროს კომისია