ვახსენე საქართველო, ჩვენი პატივისცემა დავუდასტურე – დვალიშვილი ამბობს, რა უთხრა ტრამპს

ქართველი UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი, რომელმაც 8 ივნისს შონ ო'მალი დაამარცხა და მეორედ დაიცვა UFC-ის ქამარი, დღეს თბილისში ჩამოვიდა. მას აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ.
„პირველ რიგში, ბედნიერი ვარ, რომ დავიცავი ჩემი ქამარი. სახლში დაბრუნება ყოველთვის მიხარია. ბედნიერი ვარ, ყველაფერი წინ არის, გაჩერებას არ ვაპირებ“, – განუცხადა დვალიშვილმა აეროპორტში ჟურნალისტებს.
ბრძოლისა და გამარჯვების შემდეგ დვალიშვილი დონალდ ტრამპს გაესაუბრა: ის მიუახლოვდა რვაკუთხედთან მდგომ -ის პრეზიდენტს, რამდენიმე სიტყვა უთხრა, ხელი ჩამოართვა და ფოტო გადაიღო.
კითხვაზე, რა უთხრა მან დონალდ ტრამპს და პირიქით, დვალიშვილმა თქვა:
„რა თქმა უნდა, რამდენიმე სიტყვა ვუთხარი, – დეტალურად არ ვიტყვი, ინგლისურად იყო, მაგრამ – ვახსენე საქართველო. ჩემი და ჩემი ქვეყნის პატივისცემა დავუდასტურე, მითხრა კარგი ბრძოლა იყოო, მოეწონა ჩემი ბრძოლა… ძალიან მცირე საუბრით შემოვიფარგლეთ, მაგრამ ჩავატიეთ ერთმანეთის პატივისცემა“.
„მერაბ, მერაბ“, „მერაბს გაუმარჯოს“, – სკანდირებდნენ გულშემატკივრები.
დვალიშვილი ჩამოვიდა ამერიკელ ინფლუენსერ, მოდელსა და UFC-ის ჟურნალისტ ნინა დრამასთან (ნინა მარი დანიელთან) ერთად. დვალიშვილის თქმით, მსოფლიოს საქართველოს სტუმართმოყვარეობა კიდევ ერთხელ უნდა გააცნონ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სიმონია: ანდრო, რომელიც უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვების გაღიმებაზე ზრუნავდა და თურმე აქედან ჰონორარი არასდროს აუღია – ციხეშია. “ოცნება”, რომელიც ბავშვებს ძარცვავდა, ისევ ძალაუფლებაშია

დავით ჩხეიძე: ციხეში გამოკეტეს ახალგაზრდები, ათი ათასობით ჯარიმა აქვთ ადამიანებს, აშინებენ, ავიწროებენ… ემიგრანტებს წაართვეს ხმის უფლება, არასამთავრობოებს და პოლიტიკოსებს მრავალწლიანი ციხე ემუქრებათ…