რუსებმა ხარკოვს დრონებით დაარტყეს, დაიღუპა 2 ადამიანი და 37 – დაშავდა

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვს ე.წ. „კამიკაძე“ დრონებით შეუტიეს, რამაც ნგრევა, ხანძარი და მსხვერპლი გამოიწვია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 37 – დაშავდა. დაშავებულებს შორის 5 ბავშვია.
ქალაქის მერის ინფორმაციით, რუსებმა ხარკოვზე დრონების გამოყენებით 17 დარტყმა განახორციელეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ხერხეულიძე: 14 წელია მიხეილ სააკაშვილი აღარ არის უმაღლესი თანამდებობის პირი. აქედან მეხუთე წელია იმყოფება პატიმრობაში. მთელი ამ დროის განმავლობაში, ა რ ც ე რ თ ყოფილ თანამდებობის პირს მის წინააღმდეგ არ მიუცია ჩვენება