ირაკლი – 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად, მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა – ოპოზიციის ვიზიტები კი მიმართულია საპირისპიროსკენ, რამენაირად ხელი შეუშალონ

2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად და რა თქმა უნდა, აქაც მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ქართველ ჟურნალისტებს მილანში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციის ვიზიტები არის მიმართული საპირისპიროსკენ და სურთ, რომ ხელი შეუშალონ ურთიერთობების გადატვირთვას.
„მიზანი მუდმივად არის ერთი და იგივე, ეს არის საბოტაჟი. ჯერ კიდევ, როცა განიხილებოდა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი, მაშინდელი პერიოდიდან აქტიურად აწარმოებდნენ საბოტაჟს ოპოზიციის წარმომადგენლები. ამის შემდეგ საბოტაჟი გაგრძელდა, განსაკუთრებით გასული 4 წლის განმავლობაში, როდესაც განიხილებოდა კანდიდატის სტატუსის, მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ეს არის ჩვეულებრივი აგენტურა, რომელიც არის მუდმივად საბოტაჟით დაკავებული. აქაც, ჩვენი ამოცანა არის ცხადი და ნათელი, ჩვენი მიზანია საბოლოოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ვფიქრობთ, რომ, 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად და რა თქმა უნდა, აქაც მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა. ოპოზიციის ვიზიტები არის მიმართული სწორედ საპირისპიროსკენ და ეს არის ის, რომ მათ სურთ რამენაირად ხელი შეუშალონ ურთიერთობების გადატვირთვას. ჩვენ ძალისხმევას არ დავაკლებთ, დანარჩენი დამოკიდებული იქნება ევროპული სტრუქტურების მიდგომაზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

წულუკიანი: მე ვარ დასანქცირებული. ჩავთვალოთ, რომ, დღეს არ მიკეთია ბროში, მაგრამ ბროში რომ მიკეთია, იმის მაგივრად მიკეთია ყვითელი ვარსკვლავი, თუ ჩავთვლი, რომ სანქცია არის ჩემთვის ყვითელი ვარსკვლავი, რომ ვარ მე მიუღებელი

ტობიას კრემერი: რეპორტაჟის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ ის წყლის ჭავლში შეურია და არა დამპყრობელი არმიის, არამედ თავისი ხალხის წინააღმდეგ მიმართა: ქალების და ბავშვების, სტუდენტებისა და ექთნების, მუშებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ