ცენტრალური აზიის ბაზარმა ქართული კომპანიების ყურადღება განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში მიიპყრო მისი ზომის, ეკონომიკური ზრდის ტემპის და ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებული სპეციფიკის გათვალისწინებით. ამ ქვეყნებიდან განსაკუთრებით აქტუალურია უზბეკეთი, რასაც განაპირობებს მოსახლეობის არსებული რაოდენობა (დაახლოებით 35.6, რითაც ჯამში უფრო დიდია, ვიდრე ცენტრალური აზიის ყველა დანარჩენი ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა ერთად აღებული), სწრაფი ეკონომიკური რეფორმები და ქვეყნის გაცხადებული ამბიციური მიზნები გახდეს ლიდერი ქვეყანა რეგიონში. უზბეკეთი ამავდროულად საინტერესოა მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო – ქვეყანა ფაქტობრივად ცენტრალური აზიის შუაგულშია, რაც კარგ წინაპირობას აჩენს იმისთვის, რომ რეგიონის დანარჩენ ქვეყნებში სავაჭრო ურთიერთობების განვითარება სწორედ უზბეკეთიდან მოხდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ინტერესი ქართული ბიზნესის მხრიდან განუხრელად მზარდია, რასაც მოწმობს უზბეკეთის ბაზარზე სხვადასხვა ქართული კომპანიების წარმატებული ექსპანია ბოლო პერიოდში. ასეთ კომპანიებს შორის ერთ-ერთია Loialte – ქართული აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია, რომელმაც უზბეკეთში ოპერირება 2024 წლიდან დაიწყო და დღეის მდგომარეობით საკონსულტაციო სფეროში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და მაღალი ცნობადობის მქონე ბრენდია. Loialte იქცა ერთ-ერთ მთავარ კომპანიად რომელიც ქვეყანაში ტექნოლოგიური მიმართულებით შემოსულ ინვესტორებს (რაც თავის მხრივ უზბეკეთის მთავრობის ერთ-ერთ სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს) სთავაზობს პროფესიონალურ მომსახურებას სხვადასხვა მიმართულებით.
Loialte უზბეკეთში დაფუძნდა, როგორც IT Park Uzbekistan-ის რეზიდენტი და ოპერირება დაიწყო 2 კომპანიით (Loialte Academy – საგანმანათლებლო მიმართულება და Loialte Consulting – საკონსულტაციო მიმართულება). დღეის მდგომარეობით კომპანია უკვე სტაბილურად ემსახურება 250-მდე კლიენტ კომპანიას, 29 სხვადასხვა ქვეყნიდან (მათ შორისაა კომპანიები ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან, ასევე ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან). ასევე, საკონსულტაციო პროექტებით აქტიურად მონაწილეობს კრეატიული ეკონომიკის განვითარების და რეფორმების შემუშვების კუთხით, უზბეკეთის ციფრულ სამინისტროსთან ერთად. გარდა ამისა, Loialte-ს პარტნიორული ურთიერთობები აქვს ისეთ მსხვილ და წარმატებულ კომპანიებთან როგორებიც არიან: Venkon, Leading Group (უზბეკეთში 1C-ს ყველაზე მსხვილი დიდსტრიბუტორები), Anor Bank – უზბეკეთში ერთ-ერთი მოწინავე ციფრული ბანკი და Fintech Association Uzbekistan – სადაც Loialte Uzbekistan წარმოდგენილია როგორც მრჩეველთა საბჭოს წევრი და მონაწილეობას იღებს ქვეყნის ფინტექ ეკოსისტემის განვითარების პროცესში.
გარდა უზბეკეთში ოპერირებისა, Loialte ხელს უწყობს საქართველოსა და უზბეკეთში არსებულ ბიზნესებს (მათ შორის მცირე და საშუალო კომპანიებს) შორის სავაჭრო და საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და გაღრმავებას. უკვე 1 წელზე მეტია Loialte წარმოადგენს IT Park Uzbekistan-ის სტრატეგიულ პარტნიორს საქართველოში, რაც გულისხმობს იმას, რომ Loialte-ს საქართველოს ოფისებში, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია უზბეკეთის ბიზნესგარემოს და საგადასახადო თუ სხვა ტიპის შეღავათების კუთხით, ასევე ისარგებლონ უზბეკეთის ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებული კომპლექსური მომსახურებით. დღემდე Loialte 30-ზე მეტ ქართულ კომპანიას დაეხმარა უზბეკეთის ბაზარზე წარმატებით შესვლაში.
საქართველოსა და უზბეკეთის ბიზნესებს შორის ურთიერთობების დამყარება/გაღრმავების კუთხით Loialte, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ავითარებს საგანმანათლებლო პროგრამებს. ამის კარგი მაგალითია თბილისში, 2025 წლის 27-29 მაისს წარმატებით ჩატარებული მასტერკლასების სერია კიბერუსაფრთხოების და თაღლითობის რისკების მართვის კუთხით. პროგრამა განხორციელდა Loialte საქართველოს, Loialte Academy Uzbekistan-სა და Fintech Association Uzbekistan-ის ერთობლივი ძალისხმევითა და თანამშრომლობით. დელეგაციაში შედიოდნენ უზბეკეთის როგორც კომერციული, ისე ცენტრალური ბანკის და ფინტექ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლები ვიზიტის ფარგლებში ეწვივნენ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), საქართველოს იუსტიციის სახლს და საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრს, სადაც უშუალოდ ამავე ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან გაიზიარეს ქართული გამოცდილება. საგანმანათლებლო კუთხით, მიმდინარე წლის ბოლომდე უკვე დაგეგმილია რამდენიმე მსგავსი, თუმცა უფრო მასშტაბური აქტივობა.
Loialte Uzbekistan საკონსულტაციო და აუთსორსინგულ სერვისებს ავითარებს იგივე კონცეფციით, რასაც Loialte საქართველო – ერთი სარკმლის პრინციპით კომპლექსური მომსახურება ბიზნესისთვის. დღეის მდგომარეობით Loialte Uzbekistan-ის პორტფელი აერთიანებს ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებულ სერვისებს (კომპანიის რეგისტრაციასთან დაკავშირებული სერვისები და წარმომადგენლობა, ბუღალტერია, გადასახადები, იურიდიული, HR, ფინანსები, კვლევები), ასევე IT და მენეჯმენტ ქონსალთინგთან დაკავშირებულ მომსახურებებს. ერთ-ერთ მზარდ მიმართულებას წარმოადგენს Loialte Academy – პროფესიული ტრენინგები 40-ზე მეტი უნიკალური თემატიკით.
Loialte Uzbekistan საქმიანობას ახორციელებს ISO სტანდარტებთან შესაბამისობაში. Loialte საქართველო არის პირველი ქართული ბრენდი, რომელიც 2023 წლიდან ფლობს ISO 9001:2015 სერტიფიკატს, რომელიც დადასტურებულია TÜV Austria-ს მიერ. Loialte-ს უზბეკეთის ოფისებში საოპერაციო პროცესი მიმდინარეობს საქართველოში დამკვიდრებული სტანდარტებით და პროცედურები და კომპანია ემზადება ISO სერტიფიცირებისთვის ამჯერად უზბეკეთში.
Loialte განაგრძობს საერთაშორისო ბაზრებზე განვითარებას და უზბეკეთის და არაბთა გაერთიანებული საამიეროების შემდეგ (სადაც კომპანია დაახლოებით ნახევარი წლის წინ შევიდა), ემზადება მიმდინარე წლის ბოლომდე კიდევ ერთ ქვეყანაში ოფისის გასახსნელად.
კომპანიის სერვისების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ოფიციალურ ვებ გვერდს www.loialte.com.ge
