აშშ-ის ვაჭრობის მდივანი – აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს

აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს, – ამის შესახებ -ის ვაჭრობის მდივანმა, ჰოვარდ ლუტნიკმა განაცხადა.
„გუშინ მოლაპარაკებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ალბათ დღესაც მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს, ერთად დიდ დროს ვატარებთ“, – განაცხადა ჰოვარდ ლუტნიკმა.
ცნობისთვის, აშშ-სა და ჩინეთს შორის ტარიფებთან და ექსპორტის საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გუშინ, ლონდონში დაიწყო. აშშ-ის დელეგაციას სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი, ვაჭრობის მდივანი ჰოვარდ ლუტნიკი და სავაჭრო წარმომადგენელი ჯემისონ გრირი წარმოადგენენ, ხოლო ჩინეთის დელეგაციას ქვეყნის ვიცე-პრემიერი, ჰე ლიფენგი ხელმძღვანელობს.
აშშ-სა და ჩინეთის დელეგაციებს შორის სავაჭრო მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გასულ თვეში ჟენევაში გაიმართა. ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეებმა 90-დღიან შეთანხმებას მიაღწიეს, რომლითაც ერთმანეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები შეამცირეს.