ანა ბუჩუკური – ბოიკოტზე დისკუსიების ეტაპი უკვე გავლილი გვაქვს, ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა ნეიტრალურ, არაპარტიულ კანდიდატებზე მსჯელობა – ამ ეტაპზე ვართ და უკან დაბრუნებას არ ვაპირებთ

ბოიკოტზე დისკუსიების ეტაპი ჩვენ უკვე გავლილი გვაქვს. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა – ნეიტრალურ, არაპარტიულ კანდიდატებზე მსჯელობა. ახლა ამ ეტაპზე ვართ და უკან დაბრუნებას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
მისი თქმით, პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ კონკრეტული გეგმა აქვს, რომლის შესახებაც მალე გახდება ცნობილი.
„ჩვენ ეს ეტაპი, არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობასთან დაკავშირებით, უკვე გავლილი გვაქვს. გავიარეთ ეს ეტაპი და უკან დაბრუნებას ნამდვილად არ ვაპირებთ. ახლა ჩვენი გუნდის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“, მთავარი ამოცანაა ნეიტრალური, არაპარტიული, არაპოლიტიკური კანდიდატების ირგვლივ მსჯელობა. ჩვენ ამ ეტაპზე ვართ გადასულები.
ჩვენს გუნდს გვაქვს ჩვენი გეგმა, რომელსაც ძალიან მშვიდად, წყნარად, აუღელვებლად მივუყვებით და ამ გეგმას, როცა დრო მოვა, გაგაცნობთ. დანარჩენი, ვინ რას იტყვის, ერთმანეთს როგორ გალანძღავენ, ჩვენ მიმართ რა ისტერია იქნება, საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პენიტენციური დაწესებულება – ზვიად რატიანს საშიშროების მომეტებული რისკი განესაზღვრა – მხედველობაში მივიღეთ მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც შეუძლებელს ხდიდა მის განთავსებას ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში

ლევან ხაბეიშვილი – „ალიანსის“ 5 განცხადებიდან 3 „ნაცმოძრაობას“ ეხება, ეს სიგიჟეა! თურმე პოსტი ვერ უნდა დაწეროს სააკაშვილმა, თქვენ მართლა თავი ხომ არაფერს მიარტყით? – სიგიჟე მოვისმინე: 10 მაისიდან ვიწყებთ ხალხში გასვლასო, 9-ში რას აკეთებენ?