ავსტრიის ქალაქ გრაცის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

ავსტრიის ქალაქ გრაცის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი გრაცის მერზე, ელკე კარზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქალაქ გრაცის პოლიციამ დაადასტურა, რომ თავდამსხმელი დაღუპულებს შორის არის.
ადგილობრივი გამოცემა Kronen Zeitung-ის ინფორმაციით, სროლის შედეგად 28 ადამიანი დაშავდა, მათგან ოთხის მდგომარეობა კი მძიმეა.
ავსტრიის კანცლერმა, კრისტიან შტოკერმა განაცხადა, რომ ქალაქ გრაცში მდებარე Dreierschützengasse-ის სკოლაში მომხდარი თავდასხმა „ეროვნული ტრაგედიაა, რომელმაც ქვეყანა შეძრა“.
„სიტყვები არ არსებობს იმ ტკივილისა და მწუხარების გამოსახატავად, რომელსაც ახლა ჩვენ ავსტრიაში განვიცდით“, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პენიტენციური დაწესებულება – ზვიად რატიანს საშიშროების მომეტებული რისკი განესაზღვრა – მხედველობაში მივიღეთ მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც შეუძლებელს ხდიდა მის განთავსებას ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში

ლევან ხაბეიშვილი – „ალიანსის“ 5 განცხადებიდან 3 „ნაცმოძრაობას“ ეხება, ეს სიგიჟეა! თურმე პოსტი ვერ უნდა დაწეროს სააკაშვილმა, თქვენ მართლა თავი ხომ არაფერს მიარტყით? – სიგიჟე მოვისმინე: 10 მაისიდან ვიწყებთ ხალხში გასვლასო, 9-ში რას აკეთებენ?