კალიფორნიის გუბერნატორი – თავდაცვის მდივანი საზღვაო ქვეითებს უკანონოდ განალაგებს ამერიკის ქუჩებში – სარჩელს შევიტანთ

აშშ-ის საზღვაო ქვეითები ამ ქვეყნისთვის ღირებულ მიზანს ემსახურებიან – დემოკრატიის დაცვას. ისინი პოლიტიკური პაიკები არ არიან, – ასე ეხმაურება კალიფორნიის გუბერნატორი, გევინ ნიუსომი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ლოს-ანჯელესში საზღვაო ქვეითების განლაგებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, თავდაცვის მდივანი მათ ამერიკის ქუჩებში უკანონოდ განალაგებს.
„ეს ძალაუფლების აშკარა ბოროტად გამოყენებაა. ჩვენ ამის შესაჩერებლად სასამართლოში სარჩელს შევიტანთ. სასამართლოებმა და კონგრესმა უნდა იმოქმედონ. კონტროლისა და ბალანსის მექანიზმები იშლება. ეს წითელი ხაზია – და ისინი მას კვეთენ. გაიღვიძეთ!“ – წერს კალიფორნიის გუბერნატორი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ლოს-ანჯელესში, სადაც საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, 700 საზღვაო ქვეითი განალაგოს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, პიტ ჰეგსეთის განცხადებით, საზღვაო ქვეითების განლაგება ლოს-ანჯელესში წესრიგის აღსადგენად ხორციელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)