რაფაელ გროსი აცხადებს, რომ ისრაელის დარტყმა გაამყარებს ირანის გადაწყვეტილებას ბირთვული იარაღის შექმნის შესახებ

ისრაელის დარტყმა ბირთვული იარაღის შექმნის შესახებ ირანის გადაწყვეტილებას გაამყარებს, – ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა.
„შესაძლოა, დარტყმას გამაერთიანებელი ეფექტი ჰქონდეს, რაც ირანის გადაწყვეტილებას, ბირთვული იარაღი შექმნას ან ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გავიდეს, გაამყარებს“, – განაცხადა რაფაელ გროსიმ.
მისი თქმით, ეჭვი ეპარება, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებს დაარტყამს.
„ეს პროგრამა ფართო და ღრმაა. ამ ობიექტებიდან ბევრი ძალიან კარგად არის დაცული. ამისთვის ძალიან ძლიერი დამანგრეველი ძალა იქნება საჭირო“, – აღნიშნა გროსიმ.