Reuters – იტალიაში მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივების შესახებ რეფერენდუმი დაბალი აქტივობის გამო ჩავარდა

იტალიაში მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივების შესახებ რეფერენდუმი დაბალი აქტივობის გამო ჩავარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, ბოლო ორი დღის განმავლობაში მიმდინარე რეფერენდუმში, რომელიც იტალიის მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მისაღებად საჭირო ქვეყანაში ცხოვრების პერიოდის 10-დან 5 წლამდე შემცირებასა და სამუშაო რეფორმებს ითვალისწინებდა, ხმა ამომრჩეველთა მხოლოდ 30%-მა მისცა.
რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით ოპოზიციურმა მემარცხენე, ცენტრისტულმა პარტიებმა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა და პროფკავშირებმა 4,5 მილიონზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ და ქვეყნის მთავრობამ მხარდამჭერებს მოუწოდეს, რომ რეფერენდუმისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინათ.
„ეს მემარცხენეებისა და ოპოზიციის მარცხია, რომლებსაც სურდათ რეფერენდუმის დახმარებით მთავრობაზე თავდასხმა განეხორციელებინათ. ეს არ გამოვიდა, მთავრობა გაძლიერდა, ოპოზიცია კი დასუსტდა“, – განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჯი-თი გრუპის“ გენერალური დირექტორი – ვაგონების პირველი 4 შემადგენლობა მომავალი წლის ნოემბრიდან დაიწყებს შემოსვლას და 2027 წლის თებერვალში დასრულდება, დანარჩენ ვაგონებს კი 5 წლის განმავლობაში შემოვიყვანთ

ვეფხია კასრაძე – 4 წევრი ვართ „ლელოდან“ დაკავებული და ჩვენ ვართ ქვეყნის მოღალატეები? – არავის ვესხმით თავს და თუ განსხვავებული აზრი და სტრატეგია ღალატია, ამიხსნან და ნამდვილი ღალატი რა არის, ვეტყვი