გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ივნისს, 06:00-დან 06:10 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მისაქციელი, ახატანი, ბიწმენდი, კოტორაანთკარი, გალავანი და მიმდებარე სოფლებში; 10:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩანადირთკარი, საკრამულინაგლიანთკარი, ბაზალეთი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში სარაჯიშვილის, ჩოლოყაშვილის, ბერი გობრონის, ზემოუბნის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანში აღმაშენებლის, 26 მაისის, ჩოლოყაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:15-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელბში ჟებოტა, ლელოვანი, თეთრახევა და მიმდებარე სოფლებში.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)