რუსტემ უმეროვი – დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების ფართომასშტაბიანი რეპატრიაციისთვის უაღრესად მგრძნობიარე და მტკივნეული სამუშაოები გრძელდება

დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების დასაბრუნებლად მუშაობა გრძელდება, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა.
„დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების ფართომასშტაბიანი რეპატრიაციისთვის უაღრესად მგრძნობიარე და მტკივნეული სამუშაოები გრძელდება. საუბარია 6000-ზე მეტი უკრაინელი დამცველის დაბრუნებაზე, რომლებმაც უკრაინის თავისუფლებას სიცოცხლე შესწირეს. ეს პროცესი შეთანხმებებით არის გათვალისწინებული“, – განაცხადა რუსტემ უმეროვმა.
რუსტემ უმეროვი უკრაინასა და რუსეთს შორის დღეს განხორციელებულ ტყვეების გაცვლასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.
შეგახსენებთ, დღეს უკრაინამ და რუსეთმა სტამბოლში მიღწეული შეთანხმების ფარგლებში მძიმედ დაჭრილი და 25 წლამდე ასაკის ტყვეები გაცვალეს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!