„არ შეიძლება, რომ ყველანი არ ვიყოთ შეშფოთებული იმით, რაც კოტე იოსელიანი შემთხვევაში მოხდა. ეს გატაცება, მუქარა თუ რაც მოხდა, იმიტომ, რომ ადამიანმა ადამიანმა 8 წლის წინ გამოთქვა რაღაც მოსაზრება, შეიძლება არაკორექტული და დღეს ისჯება იმიტომ, რომ ეს ეხებოდა შიშველი მეფის ოჯახს, ეს უკვე არის ამ რეჟიმისთვის განაჩენი.
ეს რეჟიმი ყოველდღიურად გვაჩვენებს თუ როგორი შეშინებულია, როგორ არამყარად დგას და აღარ იცის რას მიმართოს, რომ ადამიანები დააშინოს, დაემუქროს და აუკრძალოს არამხოლოდ ლაპარაკი, არამედ სიტყვების გამოყენება და თუნდაც Faceebook-ის პოსტებზე რაღაცების დაწერა. ეს არის სრული კონტროლის მცდელობა. მე მგონი, უკვე გადავედით ჩრდილო კორეის დონეზე, არ ვიცი იქაც ამ დონის კონტროლი თუ არის.
ეს მხოლოდ სისუსტის ნიშანი არის. რაც არ უნდა დიქტატორული იყოს, რეჟიმი, რომელსაც აქვს შიდა შემართება და ოდნავ მაინც თავის მოსახლეობის მხარდაჭერა, ასე არ იქცევა და არ სჭირდება, რომ ასე მოიქცეს. ამიტომ ჩვენ უნდა დავგმოთ ეს მოქმედება, მაგრამ ამავე დროს ვიცოდეთ, რომ ეს არის მართლაც მათი განაჩენი“
