თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ხმაური იყო.
არსებული ინფორმაციით, სხდომათა დარბაზთან დაპირისპირება „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრ, ნოდარ ჩაჩანიძეს, მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებსა და იქ მყოფ ადამიანებს შორის მოხდა.
როგორც ცნობილია, დაპირისპირება ნოდარ ჩაჩანიძის მიერ სხდომათა დარბაზთან ფოტოს გადაღებას მოჰყვა.
მანდატურის სამსახურმა ჩაჩანიძე ადგილიდან გაიყვანა.
„წავშალეთქო. გიჟი ხარ თუ რა გჭირს შენ? სად უნდა წამოვიდე? რა გინდათ ვერ ვხვდები? არ გამოვდივარ, პროცესია“,- აღნიშნა ჩაჩანიძემ.
