ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით ,,მთის ფესტივალი” გაიმართა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით ,,მთის ფესტივალი” გაიმართა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით ,,მთის ფესტივალი” გაიმართა.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის კულტურული, გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები, მოწყობილი იყო ბავშვთა გასართობი სივრცეები, სპეციალურად დამზადებული ინსტალაციები და ლამაზი დეკორაციები, ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა მეწარმეებმა.
ფესტივალის პარალელურად მიმდინარეობდა სპორტული აქტივობები, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართული ახალგაზრდები. გამარჯვებულებს გადაეცათ ფასიანი საჩუქრები.
ფესტივალს მუსიკალურად მოწვეული ბენდები: ბსუ-ს ,,პროექტი 33, WHY NOT და DJ CHEEKY აფორმებდა.
ღონისძიებას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მირიან კვირიტიძე და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძემ ახალი პოზიციიდან საზოგადოებას მისცა პირობა, რომ პირადად ჩაუღრმავდებოდა აქციებზე მომხდარი ინდივიდუალური ძალადობრივი ქმედებების გამოუძიებლობის საკითხს. ფაქტობრივად, ეს იყო გარანტია, რომ ის ძალოვნები, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს, აუცილებლად აგებდნენ პასუხს კანონის წინაშე