საქართველოში ყველაზე მეტი FDI ენერგეტიკის და IT სექტორში განხორციელდა

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის I კვარტალში 7.7%-ით 179.4 მლნ დოლარამდე შემცირდა, აქედან 150 მლნ დოლარი რეინვესტიცია იყო, რაც მთლიან FDI-ში 83.6%-ს იკავებს.
„საქსტატის“ მონაცემების მიხედვით, FDI-ის კლება სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის შემცირებით იყო განპირობებული.
წლის პირველ მეოთხედში ქვეყანაში შემოსულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში სამი უმსხვილესი სექტორის წილმა 83.6% შეადგინა.
2025 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 70.2 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.1%-ია. მეორე ადგილს იკავებს ინფორმაციისა და კომუნიკაციიის სექტორი – 52.3 მლნ. დოლარით (29.2%), ხოლო მესამეზე იმყოფება დამმუშავებელი მრეწველობის სექტორი 27.5 მლნ. აშშ დოლარით (15.3%).