პირდაპირი უცხოური ინვესტიციები I კვარტალში 7,7%-ით შემცირდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის I კვარტალში 179,4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 7,7%-ით ნაკლებია.
საქსტატის მიხედვით, კლება განპირობებულია სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის შემცირებით.
2025 წლის I კვარტალში სააქციო კაპიტალმა 62,1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.6%-ია. რეინვესტიციამ 150 მლნ აშშ დოლარი
შეადგინა და მისი წილი 83.6%-ით განისაზღვრა.
2025 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა:
· ჩეხეთი — 43 მლნ აშშ დოლარი
· აშშ — 39,6 მლნ აშშ დოლარი
· თურქეთი — 28,1 აშშ დოლარი
ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 70,2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39,1%-ია. მეორე ადგილს იკავებს ინფორმაციისა და კომუნიკაციიის სექტორი 52,3 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზეაზე დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 27.5 მლნ აშშ დოლარით.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)