გურამ მაჭარაშვილი ელჩებს – 4 თვეა კომისიის სხდომები მიმდინარეობს და დღემდე არც ერთ მათგანს კომენტარი არ გაუკეთებია. დღეს საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ მათ მიერ მონათლულ „ ევროპული ღირებულების“ პარტიას დაუჭიროს მხარი- ეს არის ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა, რასაც აუცილებლად ექნება პასუხი

გურამ მაჭარაშვილი ელჩებს – 4 თვეა კომისიის სხდომები მიმდინარეობს და დღემდე არც ერთ მათგანს კომენტარი არ გაუკეთებია. დღეს საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ მათ მიერ მონათლულ „ ევროპული ღირებულების“ პარტიას დაუჭიროს მხარი- ეს არის ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა, რასაც აუცილებლად ექნება პასუხი
„არც სახალხო დამცველი, არც საელჩოები, არც უცხოელი პარტნიორები, არც NGO სექტორი, არავინ ინტერესდებოდა იმ უბედურებით, რაც ხდებოდა მაშინდელ ციხეებში და წინასწარი დაკავების იზოლატორში“-განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის და „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.
გურამ მაჭარაშვილი თავის გამოსვლაში კიდევ ერთხელ მიმართავს დღევანდელ ელჩებს საქართველოში. „კიდევ ერთხელ მივმართავ დღევანდელ ელჩებს საქართველოში, დაწყებული ევროკავშირის ელჩიდან. 4 თვეა უკვე კომისიის სხდომები მიმდინარეობს, დღემდე არც ერთ მათგანს არავითარი კომენტარი ამასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია, რომ ის რეჟიმი, რომელიც ამ სისასტიკეს ჩადიოდა დღეს მათ მიერ არის მონათლული ევროპული ღირებულების პარტიად და ქართულ საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ ამ „ ევროპული ღირებულების“ პარტიას დაუჭიროს მხარი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა, პირდაპირი გაგებით. ამას ქართული საზოგადოებისგან აუცილებლად ექნება პასუხი“-განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა
Previous: “ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ნიკოლოზ გოგუაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: სპეცრაზმმა იმდენი იხტუნავა ჩემს ზურგზე და მუცელზე, რომ საბოლოოდ, მუცლის ბადე ჩამეშალა, ხერხემალი დამიზიანდა, მარჯვენა ხელს ვეღარ ვხმარობ – მიწაზე ვიწექით, ოთხი ადამიანი გვიჭერდა და ზემოდან დახტუნავდნენ ჩვენზე

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში