ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი არ აპირებს ჩვენება მისცეს პოლიციას ან პროკურატურას მისი მკვლელობის შესაძლო მომზადების საქმეზე, რის შესახებაც განცხადება 8 მაისს, ქადაგებისას გააკეთა.
“ვიყენებ კონსტიტუციით ჩემთვის მონიჭებულ უფლებას. ამ ეტაპზე ასე ვთვლი საჭიროდ. არც ჩვენებას ვიძლევი და არც თანამშრომლობას ვაპირებ პროკურატურასთან”, – უთხრა ეპისკოპოსმა ტვ პირველს.
მღვდელმთავარს მისი გადაწყვეტილების მიზეზი არ აუხსნია და თქვა, რომ მოქმედებს საეკლესიო კანონიკის ნორმების ფარგლებში.
გიორგი ჯამდელიანმა 8 მაისს, ქადაგებისას, მისი მკვლელობის მომზადების შესახებ განაცხადა და ამაში “ქართული ოცნების” მთავრობასთან დაახლოებული მაღალჩინოსანი დაადანაშაულა. მან თქვა, რომ მის მკვლელობას “უშიშროების” მაღალი თანამდებობის პირი საწამლავით გეგმავდა, დასახმარებლად კი ამავე ეპარქიის ერთ-ერთი მონაზონი გადაიბირა.
ეპისკოპოსმა თქვა, რომ ამ ეტაპზე მონაზონი მის ეპარქიაში აღარ იმყოფება. მღვდელმთავრის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე გამოძიება გუშინ დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)