+32 +37 გრადუსი – ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 1 თვის განმავლობაში, – ამის შესახებ სინოპტიკოსი ხათუნა ქოქოსაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.
“კვირის დასაწყისში, ტემპერატურა შედარებით დაბალია 27 გრადუსამდე, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო თვის ბოლოსკენ +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.
იქითა კვირიდან საკმაოდ მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება +32, +33 გრადუსამდე.
თვის პროგნოზით, ივნისის თვის საშუალო ტემპერატურად, დასავლეთ საქართველოს დაბლობისთვის და აღმოსავლეთ საქართველოში, ტემპერატურა მოსალოდნელია +27 გრადუსი. მთიან რაიონებში, 19, 21, გრადუსი.
ცალკეულ დღეებს რაც შეეხება, მოსალოდნელია ტემპერატურის მომატება, დასავლეთ საქართველოში, +33, +36 გრადუსამდე. აღმოსავლეთ საქართველოში, +35, +38 გრადუსამდე.
წვიმიანი ამინდები ნაკლებად იქნება, ზოგადად მთლიანი ივნისის თვის მიმოხილვით, გეტყვით, რომ ნალექი ნაკლებია და უმეტესად უნალექო ამინდები გველის“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ ხათუნა ქოქოსაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)