რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
პროტესტის 193-ე დღეს პარლამენტის წინ საავტომობილო მოძრაობა კვლავ გადაიკეტა.
აქციის მონაწილეების მოთხოვნები კვლავ უცვლელია: ახალი საპარლამენტო არჩევნები და პროტესტის პერიოდში დაკავებულთა გათავისუფლება.
აქციის მონაწილეებს ადგილზე საქართველოს და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.
