ამხელა ევროპარლამენტია და დაკავებული არიან ჭორაობით, ფაქტების ფალსიფიცირებით, მათმა ასეთმა დამოკიდებულებამ ხალხში ევროკავშირის მიმართ ნდობა შეამცირა

ამხელა ევროპარლამენტია და დაკავებული არიან ჭორაობით, ფაქტების ფალსიფიცირებით, მათმა ასეთმა დამოკიდებულებამ ხალხში ევროკავშირის მიმართ ნდობა შეამცირა
ამხელა ევროპარლამენტია და დაკავებულნი არიან ჭორაობით, ფაქტების ფალსიფიცირებით, რეალობის გამრუდებით და მეტი რაღა პასუხი გავცეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორის განცხადის კომენტირებისას თქვა.
„რა დონის ზერელე რეზოლუციებია, იმ დონის ზერელე განცხადებებია. ამხელა თითქოს ევროპარლამენტია და დაკავებულნი არიან ჭორაობით, ფაქტების ფალსიფიცირებით, რეალობის გამრუდებით და მეტი რაღა პასუხი გავცეთ. ჩვენ ვეუბნებით, რომ ასეთ რეზოლუციას და განცხადებებს საქართველოში ფასი არ აქვს, პირიქით, უარყოფითი ფასი აქვს. მათმა ასეთმა დამოკიდებულებამ გამოიწვია, რომ ხალხში ევროკავშირის მიმართ ნდობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ევროპის მიმართ კი არ შემცირდა ნდობა, ევროკავშირის ბიუროკრატიის ქმედებების მიმართ შემცირდა მნიშვნელოვნად ნდობა, რადგან ხალხი ხედავს, რომ თვალში ნაცრის შეყრასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, მათი მიზანია მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა.
„მტკიცებულება რომ ჰქონდეთ, ამდენ ხანს ცხრაჯერ იტყოდნენ. მათი მიზანია მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა. ვხედავთ, რომ ომი არ ჩერდება, ამ კუთხით საქართველოს მიმართ ამ ბიუროკრატების ინტერესი, სამწუხაროდ, უცვლელია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ევროპარლამენტის წევრმა, ნაჩო სანჩეს ამორიმ განაცხადა, რომ სანქცირებული პირები საქართველოდან რეკავენ ევროკავშირსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში კითხვით, როგორ შეიძლება სანქციების სიიდან ამოშლა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში