“ნაცმოძრაობის კლასტერი” ცდილობს, რომ გახარიას დააკისრონ ფუნქცია და როლი, “ქართული ოცნების” ხმები წაიღოს – მამუკა მდინარაძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, “ნაცმოძრაობის კლასტერი” ცდილობს, რომ გახარიას დახმარებით “ქართულ ოცნებას” ხმები წაართვას.
“ნაცმოძრაობის” კლასტერი ცდილობს, რომ გახარიას დააკისრონ ფუნქცია და როლი, “ქართული ოცნების” ხმები წაიღოს. თავის მხრივ, გახარია ცდილობს, რომ “ნაციონალური მოძრაობიდან” მაქსიმალური დისტანცირება გააკეთოს და ერთმანეთთან შეთანხმებულებიც არიან, რომ ერთმანეთი ლანძღონ და დაუპირისპირდნენ. სინამდვილეში, ეს კაცი “ნაცებისთვის” გადადგა, ღალატის უპრეცედენტო ფორმა გამოავლინა, მთავარი ოპოზიციური ლიდერისთვის გადამდგარი პრემიერია გახარია და მეორე, როგორც კი რაღაც კვოტით საკრებულოში შევიდა, ყველგან სადაც რაოდენობა ამის შესაძლებლობას აძლევდა, “ნაცმოძრაობასთან” კოალიცია გააკეთა. ამ პოლიტიკურ ძალებს კოალიცია აქვთ შექმნილი საკრებულოებში და რაც არ უნდა ილაპარაკონ და სისულელეები მოჩმახონ, კოალიციაშია არიან”, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია. რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი მათთვის მისაღებია. ამიტომ ვართ ჩვენ ხელისუფლებაში, ხოლო რადიკალები ქუჩაში

გახარიას და მისი პარტიის წევრებს ეგონათ, რომ 2020 წელი განმეორდებოდა, მაგრამ ყველამ დაინახა, რომ ჩვენ დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს შევუწყვიტეთ მანდატები და იგივე მოხდება მათ შემთხვევაშიც. სწორედ ამიტომ ისინი მაისში აუცილებლად შემოვლენ პარლამენტში