თბილისის მერიას ახალი ნაძვის ხის შეძენა 720 ათასი ლარი დაუჯდება

თბილისის მერიას ახალი ნაძვის ხის შეძენა 720 ათასი ლარი დაუჯდება. როგორც სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ნაძვის ხის სიმაღლე 24 მეტრი იქნება. მას ჯამში 365 ტოტი და 120 ცალი ფარდა განათება ექნება.
სატენდერო განაცხადის მიხედვით, ტენდერში კომპანია „ღამის შოუს სტუდიამ“ გაიმარჯვა. გამოქვეყნებული განაცხადის მიხედვით, კომპანია თბილისის მერიას ნაძვის ხეს 720 ათას ლარად მიაწვდის, რაც სატენდერო ფასზე 10 ათასი ლარით ნაკლებია.