ეს ბატონი, „ზელიამ”, კორუფციის ბრალდებით გააგდო – ეს პოლიტიკური მძორი ჩვენ გვიწუნებს ცივილიზაციას

ეს ბატონი, „ზელიამ”, კორუფციის ბრალდებით გააგდო – ეს პოლიტიკური მძორი ჩვენ გვიწუნებს ცივილიზაციას
გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში ეხმიანება უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც მან საქართველოს ცივილიზებულ სამყაროში დაბრუნება უსურვა.
გამსახურდიას განცხადებით, რეზნიკოვი, რომელიც ზელენსკიმ კორუფციის ბრალდებით გააგდო, საქართველოს უწუნებს ცივილიზაციას.
„ეს ბატონი, ბაიდენის ადმინისტრაციის მოთხოვნით, ვოვას პროექტმა ზელიამ, კორუფციის ბრალდებით გააგდო. წარმოგიდგენიათ, წითელი ფარნების ქუჩიდან, მეძავს, მეძავობისთვის რომ გააგდებენ? აი, ეგ ამბავია ზუსტად. ეს პოლიტიკური მძორი ჩვენ გვიწუნებს ცივილიზაციას,” – წერს გიორგი გამსახურდია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში