ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი ადასტურებს, რომ დაინტერესებულია, გახდეს ნატოს გენერალური მდივანი, თუ მას მხარს დაუჭერენ

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი დაინტერესებულია გახდეს ნატოს გენერალური მდივანი, თუ მას მხარს დაუჭერენ, – ამის შესახებ კაია კალასმა Politico-ს მიერ ორგანიზებულ თავდაცვის ფორუმზე განაცხადა.
კითხვას, სურს თუ არა გახდეს ნატოს გენერალური მდივანი, კაია კალასმა დადებითი პასუხი გასცა და გაიხსენა, თუ ვინ ითვლება ამ დროისთვის არაფორმალურ მთავარ კანდიდატად.
„ახლახან გავიგე ხუმრობა, რომ შემდეგი გენერალური მდივანი უნდა იყოს ნატოს ახალი წევრი ქვეყნიდან ანუ რომელიც ნატოს წევრი 20 წელია, აუცილებლად უნდა იყოს ადამიანი იმ ქვეყნიდან, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს თავდაცვაზე ხარჯავს და კარგი იქნება თუ ქალი იქნება. ამიტომ, ლოგიკურია, რომ ეს არის მარკ რუტე“, – განაცხადა კალასმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავების მთავარ კანდიდატად ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე განიხილება.