ბლოგერი უჩა აბაშიძე ციხიდან:
შერჩევითი სამართალი – ხო სასტიკი უსამართლობა და ბოროტებაა, მაგრამ თქვენ კიდევ არ უფიქრდებით, როგორ აძლიერებს მას – ადამიანის ტვინი.
გადავიმეოროთ რა არის შერჩევითი სამართალი: როცა ადამიანს ჯერ არჩევენ დასაჭერად, მერე იგონებენ რაზე (და დამატებით ურჩევენ მუხლს) და როცა – პარალელურად, სხვას იგივე მუხლებზე, შერჩევითად – არ იჭერენ – ვისი წახალისებაც უნდათ.
შუქნიშანზე, წითელზე გაიარა 2-მა მანქანამ, შენ მწვანეზე დაიძარი – გაჩერებენ, საბუთები? – აწვდი. ტექდათვალიერება? – აწვდი. ჯარიმის გადახდის ქვითრები – აწვდი. სამედიცინო ჩანთა? – აჩვენებ. ზაპასკა? – მაქვს. ძახილის ნიშნიანი სამკუთხედი? – მაქვს. ცეცხლმაქრი?! – ცეცხლმაქრი რატო არ გაქ?! – გადმოეთრიე მანქანიდან! – ცეცხლმაქრი სად არი?! ცეცხლმაქრი?! – ის ორი მანქანა, წითელზე რო გავიდნენ – ვიღას ახსოვს. (მეორე მაგალითია, შენც გაიარე, იმანაც – მარა შენ გაჩერებენ და იმაზე თვალს ხუჭავენ, შენ გსჯიან)
კანონი თუ ყველაზე არ ვრცელდება – ვინმეზე მაინც გავცელება – უკიდურესი უსამართლობაა!!
სხვისას რას დაეძებ – ცეცხლმაქრი ხო არ გქონდა?! – კანონი თუ თანაბრად არ ვრცელდება ყველაზე, კანონი აღარაა – არი გაპრავებული ძალადობა. ეგეთი კანონი სამართლიანობას კი არ ქმნის – უკიდურესი უსამართლობის ხელსაწყო ხდება! – კანონები ფაშისტებსაც ქონდათ და საბჭოთა კავშირსაც – სამართალი იყო?
მორჩით თავების დაზომბებას! კანონი უნდა იყოს ლოგიკური – და სამართალ-დამცავმა მთელმა სისტემამ, კანონი – უნდა მოსთხოვოს სუსუსუუუ ყველას თანაბრად. თუ არადა უკვე შერჩევითია (ზოგს არ სჯიან) – და უკიდურესი სადიზმის ხელსაწყო ხდება – როცა ჯერ არჩევენ ვინ დასაჯონ და მერე ეძებენ – რა მუხლით.
“კაი, ვსო, გავიგეთ – შეგვეშვი?“
OK.
ეხლა რას შვება დამატებით ადამიანის ტვინი.
გახსოვთ იმ ექსპერიმენტს რო ვყვებოდი:
100 გალიაში ჩასვეს 100 მტრედი, წინ დაუყენეს კომპიუტერიზებული სისტემა, რომელიც ტოტალურად on random, აძლევდა მათ საჭმელს. არაფერზე არ იყო დამოკიდებული, სრულიად random.
ერთი თვის მერე – ყველა მტრედი, ზომბივით, რაღაც თავის მოგონილ ცეკვას ასრულებდა სულ. იმიტო, რო ყველა მათგანისთვის, რო მოშივდათ, საჭმლის მიწოდება დაემთხვა, შემთხვევით, რაღაც ისტერიულ მოძრაობას. ამ დროს – მტრედმა ჩათვალა – რო ამ მოძრაობით დაიმსახურა, გამოიძახა საჭმელი! – სხვა დროს უფრო ხშირად იმეორა და მეორედაც რო დაემთხვა – მორჩა! – ირწმუნა რო ეს იწვევს საჭმელს!
იმის მერე 1000-ჯერ იმეორებს იგივეს და მერე რა რო 999-ჯერ – საჭმელი არ ეძლევა? – იქნებ უნდა რაოდენობა დაგროვდეს? – იქნებ 999-ჯერ “ღმერთი“ არ გიყურებდა, მარა როცა შენთვის მოიცალა – ვაიდა ეგ მოძრაობა არ ქნა და შიმშილით მოკვდე? – მე-1000-ჯერ – ხო მუშაობს? – რაც მეტჯერ ეძლევა მერე საჭმელი, უფრო რწმუნდება – რო ამ მოძრაობაშია საქმე! და 999-ჯერ რო “ხალასტოიზე“ შვება – ეგ რწმენას არ უნგრევს.
კი, სხვა სოციალური ფენომენების შემსწავლელი იყო ეს ექსპერიმენტი, სწორად ხვდებით, ბევრი აზრი და ანალოგია გებადებათ ეხლა.
რა კავშირი აქვს შერჩევით სამართალთან?
როცა ადამიანებს შერჩევითად იჭერენ, ყველას კი არ იჭერენ, მარტო ვიღაც 8-ს, ქუჩის გადაკეტვის გამო, მარტო ვიღაც 2-ს, მარტო ვიღაც 1-ს ან 3-ს. ადამიანის ტვინის ცხოველური ნაწილი ვერ იგებს – თუ ისიც იმას შვებოდა, რასაც ყველა – რატო ყველა არ დაიჭირეს? – ეტყობა, მაინც, რაღაცით დაიმსახურა! – რაღაც ქნა, – იმ 8 კაცმა, ისეთი, რაც ჩვენ არ გვიქნია – და იმიტო დაიჭირეს!
ჩვენი ტვინის ცხოველური ნაწილი – ვერ გამოდის პარადიგმიდან – რო რაღაც “მოძრაობას“ მოსდევს რაღაც კანონზომიერი შედეგი. რო მე იმიტო გადავრჩი – რო ეგ მოძრაობა არ ვქენი! – აბა მაშინ ყველას რატო არ იჭერენ?
ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, ჩემთვის უახლოესიც კი, რომელსაც, რომელიმე, მომდევნო, ასეთ დაჭერაზე, არ ეთქვას “იზამდა კაცო რამეს, იშტერა პროსტა თორე …“
ანუ რო მე – ვიჭკვიანე, რაღაც შეცდომა არ დავუშვი, იმან იშტერა და იმიტომ აირჩია “ღმერთის“ ხელმა – დასასჯელად.
ამიტომ არის ორმაგად ძლიერი – ერთნაირი მასიდან, სრულიად on random, აარჩიო და დასაჯო ერთეულები. ჯერ ვერავინ ვერ იგებს – რატო ის და არა ყველა? – მერე ფიქრობს – ალბათ იმან, მაინც, რაღაც ისეთი ქნა – პროსტა მე არ ვიცი სრული სიმართლეო, თორე მაშინ სხვასაც ხო დაგვიჭერდნენო?! – მერე იგონებ 1000 რამეს, ალბათ, რა ქნა იმან, რითი მიიზიდა დამსჯელის ხელის ფოკუსი – და შენს თავს ამ ყველაფერს უკრძალავ.
1000 კაციდან იჭერ 3-ს, შერჩევითად, და იმონებ 1000-ს, იმიტო რო ის 1000-ი – თვითონ იგონებს “ალბათ დააშავა მაინც რაღაც“ – და რო მან ეს რაღაც არ უნდა ქნას.