ნანუკა ქაჯაია: ცრუ, პროპაგანდისტულ ინფორმაციას ავრცელებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის გვეედიდან პოსტივის ,,ქარდს” აზიარებს, სადაც წერია: ,,თემურ ჭყონია: ,,მარიამ გაფრინდაშვილს, ნატა და ნანუკა ქაჯაიებს მეგობრულად ვუხდი ხელფასს”. ჟურნალისტი წერს:
,,როდესაც უკანონოდ დაკავებული 50-ზე მეტი პოლიტიკური ტყვე გვყავს, როდესაც ამ 50-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანის “სასამართლო” პროცესები არც კი გაუშუქებიათ და მეტიც, ყველანაირად ცდილობენ მათ გაშავებას, ცოტა მეუხერხულება ამაზე, რომ ვწერ, მაგრამ მაინც.
ბოლო რამდენიმე დღეა ამ მედიადწოდებულმა პროპაგანდისტებმა გააქტიურეს საკუთარი ბინძური მეთოდები ჩვენს წინააღმდეგ, ამაში ცხადია არაფერია გასაკვირი და არც კი შევიმჩნევდი, მაგრამ მინდა იცოდეთ რომ ეს არის ტყუილი!
ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ვწერ ახლა ამ სტატუსს ეს სქრინია. ამ ცრუ, პროპაგანდისტულ ინფორმაციას ავრცელებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, აი ასე, არც კი უკითხავთ (პრინციპში, როგორც ყოველთვის).
აქვე მინდა მოკლედ ვთქვა: არასდროს არცერთ სამსახურში, ჩემი კუთნილი შრომის ანაზღაურების გარდა სხვა თანხა არ ამიღია.”

საინტერესოა გააკეთებს თუ არა კომენტარს თავად ანდრია ჯაღმაიძე. 

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი ტრამპის წერილზე – ამ ფაქტის არც დრამატიზება გვარგია და არც გაუბრალოება – თუ სტატუს-კვო შენარჩუნდა, არ არის გამორიცხული ურთიერთობის ნორმალიზება ტრამპის სტილში მოხდეს და არა იმდენად დემოკრატიული, არამედ სტაბილური პარტნიორი არჩიოს