ნატო ჩხეიძე: ბევრ კითხვას ბადებს მისი ეს წასვლა – ამბობს ქალაქის მერი აშშ ელჩის განცხადებაზე… წარმოვიდგინოთ იგივე ფრაზებს როგორ იტყოდა იგივე მერი შსს მინისტრის გომელაურის წასვლაზე…

“სერიიდან:
რა სად როგორ
– რა უცნაურად წავიდა.
ბევრ კითხვას ბადებს მისი ეს წასვლა – ამბობს ქალაქის მერი აშშ ელჩის განცხადებაზე მის პენსიაზე გასვლასთან და ამ მიზეზით ელჩობიდან წასვლასთან დაკავშირებით.
აბა ერთი წუთით წარმოვიდგინოთ იგივე ფრაზებს როგორ იტყოდა იგივე მერი შსს მინისტრის გომელაურის წასვლაზე,- შვილიშვილი შემეძინა და მეტი დრო მჭირდება საზრუნავადო, რომ ბრძანა, ან პრემიერ ღარიბაშვილის წასვლაზე,- ოჯახს უნდა მივხედოო, რომ გვითხრა, ან პრემიერ ბახტაძის (ხომ გახსოვთ) განცხადებაზე, ამოვწურე ჩემი თავიო, – რომ დაგვიწერა,
ან…. ან….
წარმოიდგინეთ?
ვერა?
ვერც მე.
დანიგანის წასვლა კითხვებს კი ბადებს და სამწუხარო ის არის, რომ ელჩი აღარ ჰყავს აშშ- ს საქართველოში და კარგა ხანია, არც საქართველოს ჰყავს ელჩი აშშ- ში .
ეს ამბები კითხვებს ბადებს და სრულიად უსიამოვნო სავარაუდო პასუხებსაც მოიყოლებს.
აი, ჩვენი პრემიერების და მინისტრების წასვლა რომ კითხვებს არ ბადებს და არც სავარაუდო პასუხებზე გვიწევს ტვინის ჭყლეტა, ეს არის სწორედ რომ სამწუხარო რეალობა ამ ქვეყანაში,” – წერს სოციალურ ქსელში ყოფილი დეპუტატი ნატო ჩხეიძე.
საოცარი წასვლა იყო, ამ მხრივ ბევრი კითხვა არსებობს, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი მედიასთან საქართველოში ამერიკის ელჩის, რობინ დანიგანის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ