აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ოლეგ ბარციცი – რუსეთთან ურთიერთობის მაღალი დონე აფხაზეთის მდგრადი განვითარებისთვის პირობებს ქმნის

მოსკოვსა და სოხუმს შორის ურთიერთობის მაღალი დონე ქმნის პირობებს ს მდგრადი განვითარებისთვის, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოლეგ ბარციცმა, ს საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„ურთიერთქმედების ძალიან მაღალი დონე. ჩვენი ქვეყნების პრეზიდენტებს შორის უკვე ორი სრულფასოვანი შეხვედრა შედგა. რა თქმა უნდა, ურთიერთქმედების ასეთი დონე დამატებით იმპულსს აძლევს ჩვენს ურთიერთობებს და ქმნის პირობებს აფხაზეთის რესპუბლიკის მდგრადი განვითარებისთვის“, – განაცხადა მან.
ბარციცის თქმით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის თანამშრომლობა „გლობალური და ყოვლისმომცველი ხასიათისაა“.
„დღეს ამას დამატებითი იმპულსი მიეცა. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი ინტენსიური ხდება პროცესები თანამშრომლობის მრავალ სფეროში, მათ შორის აფხაზეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში“, – აღნიშნა ბარციცმა.