10 დაღუპული და ათასობით ადამიანი უშუქოდ – შტორმი ავსტრალიაში

ავსტრალიაში ძლიერი ქარისა და უამინდობის გამო, საშობაო არდადეგებზე 10 ადამიანი დაიღუპა. მთავრობის განცხადების მიხედვით, შტორმის შედეგად, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ათობით ათასი შენობა 27 დეკემბერს კვლავ ელექტროენერგიის გარეშე რჩება.
განსაკუთრებით დაზარალდა ვიქტორიის, ახალი სამხრეთ უელსისა და კვინსლენდის შტატები. 25 და 26 დეკემბერს იქ ძლიერი სეტყვა მოვიდა და კოკისპირული წვიმები იყო.
ქარიშხალმა შენობებს სახურავები ახადა, ხეები ფესვებიანად მოგლიჯა და დააზიანა გაყვანილობები. ავსტრალიის 90 000-ზე მეტი ოჯახი ახლაც ელექტროენერგიის გარეშეა.
მთავრობამ 27 დეკემბერს მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მოსალოდნელია მდინარეების სწრაფი ადიდება. ამის გამო, არ არის გამორიცხული იმ ბანაკების დატბორვაც, რომლებიც შობა-ახალი წლის კვირაში დასასვენებლად, ავსტრალიელთა ერთ-ერთი საყვარელი ადგილია და ხალხმრავლობით გამოირჩევა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – 4 ოქტომბერს ტარდება არა არჩევნები, არამედ ივანიშვილს რუსული სპეცოპერაცია, რომლის მთავარი მიზანი ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მიცემაა – ივანიშვილი ამას ვერ ეღირსება

ლევან ცუცქირიძე – თავს არ მოვატყუებინებთ რაღაც პოლიტიკურ დაჯგუფებას, „ქართულ ოცნებას“ და გავაგრძელებთ უკომპრომისო ბრძოლას – დღევანდელი აქციის გზავნილია, რომ ე.წ. რუსული არჩევნები არის რუსული სპეცოპერაციის ნაწილი და მისი შედეგი დაწერილია