როგორ უნდა გათავისუფლდნენ ქართველი ტყვეები? – სამხედრო ექსპერტი გამოსავალზე საუბრობს

როგორ უნდა მოხდეს ოკუპანტების ტყვეობიდან ქართველი მებრძოლების გათავისუფლება – სამხედრო ექსპერტები გამოსავალზე საუბრობენ. გიორგი თავდგირიძე პროცესში წითელი ჯვრის ჩართულობის და ასევე უკრაინის რადას სპეციალურ წარმომადგენლობასთან კომუნიკაციის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ასევე ისეთი ქვეყნების ჩართულობაც, რომელთაც რუსეთზე ზემოქმედების ბერკეტები გააჩნიათ.
მე არ ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი აწარმოებენ სტრატეგიულად თავდახრის პოლიტიკას თუ არგაღიზიანების პოლიტიკას, ჰქონდეს რაიმე სერიოზული ბერკეტი რუსეთთან ამ ტიპის კომუნიკაციის დასამყარებლად. რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს კომუნიკაცია უკრაინის უმაღლესი რადის სპეციალურ რწმუნებულთან, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმშია დაკავებული რუსეთთან კომუნიკაციით ტყვეებთან დაკავშირებით. მეორე, რაც მთავარი ნაბიჯია, ეს შეიძლება წითელი ჯვრის ქართულ ორგანიზაციასთან დაკავშირებით იქნება ყველაზე ეფექტიანი ბერკეტი ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით და მათ ბედთან დაკავშირებით და ამიტომ უკრაინას ენდობიან, მაგრამ ყოველწუთიერად საქმის კურსში არიან რა მდგომარეობაა ან უნდა ჩართონ ისეთი ქვეყნები, რომელზეც თვლიან, რომ ამ ქვეყნებს რუსეთზე ზემოქმედების ძლიერი ბერკეტები აქვთ, ასეთი შეიძლება იყოს თურქეთი, ჩინეთი, – ამბობს გიორგი თავდგირიძე. ტვპირველი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – არც თანამედროვე, რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და არც ისტორიულ წარსულში უცხო ქვეყნის ჩარევა ჩვენთვის უცხო ხილი არ ყოფილა, ყველა ქვეყანა, მეზობელი თუ შორეული, თავისი ინტერესის სასიკეთოდ მოქმედებს

მამუკა მდინარაძე – გვაქვს საშუალება, რომ ბატონი ბიძინას ლიდერობით, ორ ფეხზეც ვიდგეთ, ეროვნულ ინტერესებსაც ვემსახუროთ – მალე, გაერთიანებული ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები უნდა ვიყოთ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ერთად