აშშ-ის ელჩ დანიგანის მიერ პოსტის დატოვება პირველი ნაბიჯია საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვაში

აშშ-ის ელჩ დანიგანის მიერ პოსტის დატოვება პირველი ნაბიჯია საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვაში
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, საქართველოში აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ის პირადი გადაწყვეტილებით გავიდა პენსიაზე, სოციალურ ქსელში ეხმაურება. ზურაბ ქადაგიძის თქმით, ეს პირველი ნაბიჯია საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვაში.
„ესეც პირველი ნაბიჯი საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვაში. ვინ იქნება შემდეგი – ევროკავშირის ელჩი? ისე, ჩვენ სულელ ოპოზიციას მინდა ვკითხო – ახალი ელჩი რწმუნებათა სიგელს ვის მიართმევს, პრეზიდენტ ყაველაშვილს თუ თვითმარქვია ზურაბიშვილს? ატყობთ, რა მასშტაბის სიგიჟეში ამთავრებთ პოლიტიკურ კარიერას? ითხოვდით საქართველოს მთავრობის გადადგომას და ამერიკის ელჩი გადადგა…“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო მშვიდობაძე: საუბარი იმაზე, რომ ფორმა ინდივიდუალურობას უკარგავს ბავშვს, წმინდა წყლის დემაგოგიაა, რადგან ევროპის, ამერიკის და საქართველოს კერძო სკოლებში მოსწავლეები ფორმებით დადიან და რა გამოდის, ამ მოწონებულ ევროპასა და ამერიკაში ბავშვები ინდივიდუალობადაკარგულები არიან?!