რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა.
უწყვეტი პროტესტის 190-ე დღესაც, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
პარლამენტთან მიმდინარე აქციას მსვლელობით იმ პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები შემოუერთდნენ, რომლებიც უწყვეტი აქციების პერიოდში დააკავეს. “თავისუფლება სინდისის პატიმრებს” – მშობლების მარშს ამ შინაარსის ბანერი ჰქონდა გაშლილი მსვლელობის დროს.
პარალელურად, აქცია მიმდინარეობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, საიდანაც მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გადმოინაცვლეს და პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – ლეგიონში სპეციფიკა შეცვლილია დრონებით და ძირითადი ნაწილი ამ მიმართულებაზე არის გადასული – რუსეთის ზურგშიც იქნება დარტყმები მოსკოვშიც და „წითელ მოედანზეც“ – ჩემი აზრით, თავდაცვის სამინისტროც ლეგიტიმური სამიზნეა