ილონ მასკი – ჩემს გარეშე ტრამპი არჩევნებს წააგებდა, როგორი უმადურობაა

ჩემს გარეშე დონალდ ტრამპი არჩევნებს წააგებდა, როგორი უმადურობაა. ამის შესახებ ე.წ. “სამთავრობო ეფექტურობის დეპარტამენტის” ყოფილი ხელმძღვანელი, მილიარდერი, ილონ მასკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
კერძოდ, მასკი ტრამპს ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ ის პენსილვანიის შტატს მასკის გარეშეც მოიგებდა და აღნიშნა, რომ “ძალიან იმედგაცრუებულია ილონით”.
“ჩემს გარეშე ტრამპი არჩევნებს წააგებდა, დემოკრატებს წარმომადგენელთა პალატის კონტროლი ექნებოდათ და სენატში რესპუბლიკელები 51-49-ზე იქნებოდნენ.
როგორი უმადურობაა,” – წერს მასკი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე: თუ ღარიბაშვილს ჰგონია, რომ ამ ჩაშვების სერიით, სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას გადაურჩება, ძალიან ცდება – რაც შეეხება თვითმკვლელობების ფაქტებს, ეს ადასტურებს, რომ „ნაცები“ და „ოცნება“ ერთმანეთზე უარესები არიან