როგორ შეიძლება ეკონომიკური კეთილდღეობის განხილვა სახმელეთო დერეფნების გარეშე, სადაც საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს

„მდგრადი განვითარების მეოთხე სფერო მართლაც მშვიდობა, გლობალური და რეგიონული თანამშრომლობაა. ვერც ერთი ქვეყანა, ისეთი გიგანტებიც კი, როგორიც ჩინეთი, შეერთებული შტატები, ინდოეთი ან ა, მარტო ვერ მიაღწევს წარმატებას კეთილდღეობის, სოციალური სამართლიანობისა და გარემოსდაცვითი მდგრადობის კუთხით“- ამის შესახებ კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა, გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელის პრეზიდენტმა, ჯეფრი საქსმა თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ეს ყველაფერი ჩვენს ეკოსისტემებს შორის თანამშრომლობას მოითხოვს. მაგალითად, შავი ზღვის გადარჩენა მხოლოდ ერთი ქვეყნის მიერ ვერ მოხდება. როგორ შეიძლება შავი ზღვის, როგორც სასიცოცხლო ეკოსისტემის გადარჩენაზე ფიქრი თანამშრომლობის გარეშე?
როგორ შეიძლება ეკონომიკური კეთილდღეობის განხილვა სახმელეთო დერეფნების გარეშე, სადაც საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ შუა დერეფანში, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანში, რომელიც აკავშირებს რუსეთს, სპარსეთის ყურესა და ინდოეთის ოკეანეს? ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევა შეუძლებელია. სატრანსპორტო ქსელების გარეშე, ვაჭრობის გარეშე, ურთიერთდაკავშირების გარეშე შეუძლებელია სასურველი კეთილდღეობის მიღწევა და ეს ასევე მოითხოვს მშვიდობას“-განაცხადა ჯეფრი საქსმა.
Previous: Standart & Poor`s-მა უკრაინის დეფოლტი გამოაცხადა

ასევე დაგაინტერესებთ

სახელმწიფო იყო აბსოლუტურად მართალი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიმართ, ყველა პირობა შევუქმენით პროექტის განსახორციელებლად, თუმცა ვერც ერთი ინვესტორი მათ ვერ მოიზიდეს, ნაცვლად ამისა, დაიწყეს დავა სახელმწიფოსთან და სცადეს ხალხის ფულის მითვისება

მოვუწოდებთ ევროპულ სტრუქტურებს, ევროპულ ბიუროკრატიას, რომ დეპეშებს კი ნუ აგზავნიან, გვესაუბრონ, დაძლიონ საბჭოური მიდგომა და ევროპული მიდგომებით იმოქმედონ, ასე იგზავნებოდა თავის დროზე საბჭოთა მოსკოვიდან დეპეშები საქართველოში