ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე “შეთანხმება”, იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია – საგარეო საქმეთა სამინისტრო

ბიჭვინთის აგარაკის სთვის გადაცემაზე “შეთანხმება” იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია – ასეთია ოფიციალური თბილისის პოზიცია.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს მოსკოვის ეს ნაბიჯი.
“უკანონო გადაწყვეტილება წარმოადგენს რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით, ნებისმიერი მსგავსი სახის ე.წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია. შესაბამისად, ს რეგიონის ოკუპაციის პირობებში, ტერიტორიის გადაცემაზე გაფორმებულ ეგრეთწოდებულ შეთანხმებას, ვერ ექნება რაიმე სახის სამართლებრივი შედეგი”, – ვკითხულობთ დიპლომატიური უწყების განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მოქალაქეები საგამოძიებო კომისიაზე მოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ – “ჩემი ბიზნესი “ნაციონალურმა მოძრაობამ” წამართვა ხაზარაძე-ჯაფარიძისა და “თიბისი” ბანკის ხელით”, შესაბამისად, მათთან არსებობს კითხვები – თეა წულუკიანი

ვიღებთ კანონს, რომლითაც დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურების პირობები იქნება გაადვილებული, ასე რომ, ნურავის ექნება იმედი, რომ კორუფციაში ჩაერთვება, ფულს გაათეთრებს, სახელმწიფოს ან კერძო პირს დააზიანებს და ეს ფული შერჩება