საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორსა და რონდელის ცენტრის მკვლევარს კახა გოგოლაშვილს ესაუბრა.
– ბატონო კახა, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია შესწორებებით მიიღო. მიღებული გადაწყვეტილება საკმაოდ მკაცრი და კრიტიკულია.
იმის გამო რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი აქვს, ევროპარლამენტსაც და ევროკავშირის სხვა სტრუქტურებსაც უჭირთ საქართველოსთან დაკავშირებით არა მსჯელობა, უფრო მკაცრი გადაწყვეტილებების მიღება.
ამის მიზეზი კი ისაა, რომ ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, როცა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მქონე ქვეყანას ნებაყოფილობით ეთქვას უარი იმ მოთხოვნების შესრულებაზე, რომელსაც მას ევროკავშირი უყენებს და რომლებიც ევროკავშირის სადამფუძნებლო შეთანხმებებშია.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ამბობს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და თუ რატომ ბევრი მიზეზია ჩამოთვლილი. მოვისმინეთ მომხდარზე ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარები.
თქვენ როგორ შეაფასებდით ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას?
– მე მგონი გასაკვირი არაფერი არ არის. ანგარიში საქართველოზე ზუსტად ასახავს იმ ვითარებას, რაც ჩამოყალიბებულია საქართველოში. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ კონკრეტულადაა განსაზღვრული ევროპარლამენტარების პოზიცია 2024 წელს ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, დღეისათვის ქვეყანაში საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, ასევე იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ევროპის მხარდაჭერა ქართული სამოქალაქო საზოგადოებისადმი.
რეზოლუციაში კიდევ ერთხელაა გაკეთებული „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ მოწოდებები. ისინი ცდილობენ საქართველოს ხელისუფლებას გააგონონ თავისი ხმა იმ ზომებზე, რომელსაც საბოლოო ჯამში მიმართავს ევროკავშირი საქართველოს მიმართ.
ანუ იმაზე, რომ შესაძლოა, მოხდეს უვიზო მიმოსვლის გაუქმება. შესაძლოა, ქვეყანას ჩამოერთვას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. თუ ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს არ შეესაბამება, არსებობს იმის კანონიერი შესაძლებლობა რომ მას ასეთი სტატუსი ჩამოერთვას.
თუმცა, სტატუსის ჩამორთმევის პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა. სამწუხაროა, რომ ევროკავშირის სტატუსის მქონე ქვეყნისთვის სტატუსის ჩამორთმევის პრეცედენტი არ არსებობის მიუხედავად ამისა, ევროპარლამენტარები ამაზე საჯაროდ საუბრობენ. თუ ეს მოხდა, საქართველოს ევროპისკენ სავალი გზის ნულიდან დაწყება მოუწევს.
სამწუხაროა, რომ ევროკავშირის სტატუსის მქონე ქვეყნისთვის სტატუსის ჩამორთმევის პრეცედენტი არ არსებობის მიუხედავად ამისა, ევროპარლამენტარები ამაზე საჯაროდ საუბრობენ. თუ ეს მოხდა, საქართველოს ევროპისკენ სავალი გზის ნულიდან დაწყება მოუწევს
ამ რეზოლუციაში ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სანქციების დაწესებაზე მსჯელობები გამკაცრებულია. რეზოლუციაში ასევეა საუბარი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე. თუმცა, რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, აქამდე არაა მოძებნილი ისეთი გზები, რომლითაც ევროპა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას გააგრძელებს.
საქმე ისაა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერასთან დაკავშირებით იმგვარი კანონები მიიღო რომ მაქსიმალურადაა შეზღუდული სამოქალაქო საზოგადოებას ევროსტრუქტურებიდან დაფინანსების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს.
რეზოლუციაში ასევეა საუბარი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე. თუმცა, რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, აქამდე არაა მოძებნილი ისეთი გზები, რომლითაც ევროპა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას გააგრძელებს
– ევროპარლამენტის, ევროკავშირის ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე ხელისუფლების მხრიდან გვესმის რომ მათ „ჩალის ფასი აქვს“.
ამგვარი კომენტარების შემდეგ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იქვე ამატებენ, რომ მათი მიზანია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. თუ ესაა მიზანი, მაშინ გაუგებარია ისეთ კანონებს რატომ იღებენ, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის სადამფუძნებლო შეთანხმებებს.
ამის პარალელურად, ხელისუფლება ღიად ამბობს რომ არ სურს პოლიტიკურ ველზე იყოს პროდასავლური ოპოზიცია. გარდა ამისა, ხელისუფლება ლამის მთელ ოპოზიციას „აგენტებად“ და „უსამშობლოებად“ მოიხსენიებს.
მიუხედავად იმისა, რომ დასავლური ფონდების ბენეფიციარი არასდროს ვყოფილვარ, ჩემი ჟურნალისტური გამოცდილებით, იმისათვის რომ საბჭოთა წარსულის მქონე ქვეყანამ რეფორმირება და ტრანსფორმირება განიცადოს, დასავლელი პარტნიორები მუდმივად ცდილობდნენ დაგვხმარებოდნენ ქვეყანაში რეფორმების გასატარებლად ე.წ. „დემოკრატიულ რესურსის“ შექმნაში, რაც აგენტობას და უსამშობლობას სულაც არ ნიშნავს.
ფაქტია, რომ ხელისუფლების გაცხადებული საგარეო პოლიტიკა თანხვედრაში არაა იმავე მიმართულებით გატარებულ საგარეო პოლიტიკასთან. ეს რას ნიშნავს და ამის კვალობაზე რა დასკვნების გაკეთება შეიძლება?
– ვფიქრობ, რომ უკვე დიდი ხანია დასკვნები გაკეთებულია და საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას კარგად ესმის რომ საქართველოში, ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია. ისეთი ქვეყნის ჩამოყალიბება, რომელშიც არის ძლიერი, შეუცვლელი, ხელისუფლებაში სამუდამოდ მოსული გუნდი. პრაქტიკულად აღარ არსებობს არჩევნები, არანაირი სამოქალაქო სექტორი.
„ქართულ ოცნებას“ ოპოზიციური პოლიტიკური და კრიტიკული ველი მოსუფთავებული ექნება. ანუ, არ უნდა არსებობდეს კრიტიკული აზრი. ასეთ ფონზე უნდა მიმდინარეობდეს მოსახლეობის ისეთნაირად მართვა, როგორც მწყემსები ფარას მწყემსავენ. აქეთკენაა ეს ყველაფერი მიმართული. ასეთი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარი შეუთავსებელიცაა და აბსურდულიც. ევროკავშირი ქვეყნის კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის მეთოდებით მართვა შეუთავსებელია.
საქართველოში, ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია. ისეთი ქვეყნის ჩამოყალიბება, რომელშიც არის ძლიერი, შეუცვლელი, ხელისუფლებაში სამუდამოდ მოსული გუნდი. პრაქტიკულად აღარ არსებობს არჩევნები, არანაირი სამოქალაქო სექტორი
როგორც ჩანს, ივანიშვილს და ზოგიერთ მის ქვეშემდომს ეგონათ რომ შესაძლებელია ევროკავშირში რაიმენაირად შესვლა და შემდეგ ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმის დავამყარებთ და ევროკავშირში უნგრეთივით მოქცევა. ანუ, გვექნება ევროკავშირის ფონდებიდან ათასგვარი სარგებელი.
მაგრამ, როგორც კი მათ დაინახეს, რომ ევროკავშირმა უთხრა – უკაცრავად, თუ ევროპულ გზაზე გინდათ ერთი ნაბიჯის გადადგმა, მაშინ პირველ რიგში არაფორმალური მმართველობა ქვეყანაში უნდა დამთავრდეს, მართვაში ვერავინ ვერ უნდა ჩაერიოს გადაწყვეტილებების მიღებაში გარდა ხალხის მიერ არჩეული ადამიანებისა. სასამართლო უნდა გათავისუფლდეს, სიტყვის თავისუფლება და ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული.
როცა ეს ყველაფერი „ქართულმა ოცნებამ“ გააცნობიერა, მიხვდნენ, რომ ევროპისკენ ნაბიჯს ვერ გადადგამდნენ, სწორედ მაშინ განაცხადეს რომ მათ ევროკავშირთან არ უნდათ არანაირი მოლაპარაკებები. სულ ტყუილად ამბობს „ქართული ოცნება“ რომ მათ ვინმე ამუნათებთ, ეს არის ის პირობები, რომლის გარეშეც ევროკავშირის წევრობა შეუძლებელია.
როგორც ჩანს, ამგვარი რეალობის გაცნობიერების შემდეგ დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“ რეალობის შემობრუნება. რა თქმა უნდა, მათ ძალიან ხისტი შემობრუნება არ გამოუვიდოდათ, არსებობს ინერცია, მოსახლეობას აქვს იმედი რომ ევროკავშირში გაწევრიანდება და ევროპულ სიკეთეებს მიიღებს და ასე შემდეგ. ამიტომ დაიწყო „ქართულმა ოცნება“ ამგვარი განწყობების ნელ-ნელა შემოტრიალება.
„ქართულმა ოცნებამ“ რეალობის შემობრუნება. რა თქმა უნდა, მათ ძალიან ხისტი შემობრუნება არ გამოუვიდოდათ, არსებობს ინერცია, მოსახლეობას აქვს იმედი რომ ევროკავშირში გაწევრიანდება და ევროპულ სიკეთეებს მიიღებს და ასე შემდეგ. ამიტომ დაიწყო „ქართულმა ოცნება“ ამგვარი განწყობების ნელ-ნელა შემოტრიალება
ეს პროცესი ხელისუფლებამ მანამდე დაიწყო, ვიდრე საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებდა. ამ სტატუსის მიღების შემდეგ ხელისუფლებამ ეს პროცესი დააჩქარა კიდეც.
ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ისინი დიდი საფრთხის წინაშე დადგნენ, რადგან საზოგადოება მოითხოვდა პასუხს კითხვაზე თუ რატომ არ სრულდება რეკომენდაციები. ყველაფერ ამის გათვალისწინებით მივიღეთ ის მდგომარეობა, რომელშიც ახლა ვართ.
– მიუხედავად ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ – „ჩვენ მზად ვართ ევროსტრუქტურებთან დიალოგისთვის.“
გაუგებარია რა დიალოგზეა საუბარი, რადგან ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ სამი შევასრულეთ, ისიც სანახევროდ და არა სრულად. ამის გარდა, გავამკაცრეთ არა მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობა, არამედ, არჩევნებზე დაკვირვებაც კი. ისეთი კანონები მივიღეთ, რაც ევროპულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება.
ასეთ ვითარებაში ევროპასთან მიმართებაში რეალურად რა სურათს ვადევნებთ თვალს?
– ახლა ის დროა, ილუზიებისგან ყველა უნდა განვთავისუფლდეთ. სამწუხაროდ, ქვეყნის ევროპულ მომავალთან ილუზიებში იმყოფება მოსახლეობის ნაწილი. ჩემი აზრით, ადამიანებს საკუთარი თავი ილუზიებში თავად შეჰყავთ, რადგან ილუზიებით ყოფნაში ისინი თავს კომფორტულად გრძნობენ.
ამგვარი ილუზორული კომფორტის ზონიდან ყველანი უნდა გამოვიდეთ. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ თუ რა რეალობის წინაშე ვდგავართ. რეალობა ასეთია – „ქართული ოცნება“ არ აპირებს საქართველოს ევროკავშირში შეყვანას, არც ნატოში შეყვანას, ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანება ხელისუფლებისთვის საფრთხეა, რადგან იქ მოხვედრა ნიშნავს დემოკრატიის სტანდარტების დამკვიდრებას, რაც ყველა დონეზე არჩევითობას გულისხმობს.
ახლა ის დროა, ილუზიებისგან ყველა უნდა განვთავისუფლდეთ. სამწუხაროდ, ქვეყნის ევროპულ მომავალთან ილუზიებში იმყოფება მოსახლეობის ნაწილი. ჩემი აზრით, ადამიანებს საკუთარი თავი ილუზიებში თავად შეჰყავთ, რადგან ილუზიებით ყოფნაში ისინი თავს კომფორტულად გრძნობენ
ეს რომ მოხდეს, შემდეგ დაიწყება კორუფციული გარიგებების გამოძიება, რატომ დაურიგეს ერთ ლარად ვიღაცებს მიწები და ქონება. რატომ აღმოჩნდა მშენებლობები პარლამენტარების ხელში და ასე შემდეგ.
ხელისუფლებას ასეთი შიშები აწუხებს, მაგრამ არავის უნდა კომფორტის დაკარგვა, თუნდაც სახელმწიფო და ეროვნული ინტერესებისთვის. მათ არ აინტერესებს საქართველო იქნება თუ არა ევროკავშირში, მათ აინტერესებს ისინი იქნებიან თუ არა ხელისუფლებაში.
რეალობა ასეთია – „ქართული ოცნება“ არ აპირებს საქართველოს ევროკავშირში შეყვანას, არც ნატოში შეყვანას, ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანება ხელისუფლებისთვის საფრთხეა, რადგან იქ მოხვედრა ნიშნავს დემოკრატიის სტანდარტების დამკვიდრებას, რაც ყველა დონეზე არჩევითობას გულისხმობს
ადრე მეც ვამბობდი თუ რა უნდა შეცვალოს „ოცნებამ“ თავის პოლიტიკაში, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდეს. ამის იმედი დიდად არ მქონდა, მაგრამ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ცვლილების გარეშე ჩვენ ევროკავშირში ვერასდროს ვერ მოვხდებით.
– გარდა იმისა, რომ ხელისუფლება ამბობს, რომ ქვეყანას ევროკავშირში შეიყვანს, აცხადებს რომ იცავს რელიგიას და მართლმადიდებლობას, იდენტობას, ოჯახს და ასე შემდეგ. ეს ქართული იდენტობის ისეთი თემებია, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი იზიარებს.
ამის ნათელი მაგალითია ის, რომ ევროკავშირის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევებით 9% დაიწია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვმა და მან 49% შეადგინა…
– მე არ დავეყრდნობოდი ამ კვლევებს, რადგან საქართველოში ევრობარომეტრის პარტნიორია სოციოლოგიური კვლევითი ცენტი „გორბი“.
როგორც ჩანს, ევროკომისიის კომუნიკაციების დირექტორატში ვერ გააცნობიერეს რომ „გორბი“ არის კომპანია, რომელსაც არ შეიძლება ენდო. მათ გორბისთან“ კონტაქტი უნდა გაწყვიტონ. არ მისცენ საშუალება რომ ევრობარომეტრი აკეთოს ისეთმა კომპანიამ, როგორც „გორბია,“ რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 10-15% გააყალბა.
ამიტომ, მე მსჯელობაში არანაირად არ დავეყრდნობოდი „გორბის“ კვლევას, სანამ ეს საკითხი არ გაირკვევა. მე დარწმუნებით არ შემიძლია თქმა რომ კვლევა მართლა „გორბიმ“ ჩაატარა თუ არა. თუმცა, ევრობარომეტრთან ის თანამშრომლობდა და ამგვარ კვლევებს ის ატარებდა.
როგორც ჩანს, ევროკომისიის კომუნიკაციების დირექტორატში ვერ გააცნობიერეს რომ „გორბი“ არის კომპანია, რომელსაც არ შეიძლება ენდო. მათ “გორბისთან“ კონტაქტი უნდა გაწყვიტონ. არ მისცენ საშუალება რომ ევრობარომეტრი აკეთოს ისეთმა კომპანიამ, როგორც „გორბია,“ რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 10-15% გააყალბა
რაც შეეხება კვლევის შედეგებს. თუ ევროკავშირში მომხრეთა მსურველთა რიცხვმა 9%-ით დაიწია, ეს არ არის გასაკვირი იმ საოცარი ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე, რომელსაც ხელისუფლება და სახელისუფლებო მედია აწარმოებს. ამგვარ პროპაგანდაში რომ უამრავი ფული იხარჯება, ფაქტია.
ხელისუფლება და სახელისუფლებო მედია ცდილობს ევროკავშირის დემონიზირებას. ის შიშები, რომელიც მათ მოსახლეობის ნაწილში დათესვა შეძლეს. შეუძლებელია იმ ჰიბრიდულ ომს, რომელსაც რუსეთის ადგილობრივი სატელიტები საქართველოში ეწევიან, რუსეთისთვის „სასარგებლო“ შედეგი არ ეჩვენებინა.
თუ ევროკავშირში მომხრეთა მსურველთა რიცხვმა 9%-ით დაიწია, ეს არ არის გასაკვირი იმ საოცარი ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე, რომელსაც ხელისუფლება და სახელისუფლებო მედია აწარმოებს. ამგვარ პროპაგანდაში რომ უამრავი ფული იხარჯება, ფაქტია
„გორბის“ კვლევებს 2 მიზეზის გამო არ უნდა ვენდოთ – 1. იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც ხელისუფლება ატარებს, და 2. იმის გამო, რომ უბრალოდ მისი კვლევები ისევეა გაყალბებული, როგორც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლი, რომლის კვლევაში, როგორც „გორბი“ ამტკიცებს“ ათასმა მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
– თუ ხელისუფლებამ და სახელისუფლებო მედიამ ასე გააგრძელა ანტიდასავლური პროპაგანდა, არაა გამორიცხული საზოგადოებრივი აზრის ცვლილების თვალსაზრისთ ბევრად ცუდი სურათი მივიღოთ.
ამის ნათელი მაგალითია ის, თუ რა ხდება სოციალურ ქსელში როცა ხელისუფლება „ნაცმოძრაობის“ გასამართლებაზე საუბრობს. სოციალურ ქსელში ხელისუფლების მხარდამჭერებმა ლამისაა „ნაციონალების“ გასასამართლებლად „ტროიკები” მოითხოვონ.
ასეთი მოთხოვნების შემდეგ სულაც არ გამიკვირდება ხალხის ნაწილმა კოლმეურნეობები, რაიკომები მოითხოვოს. რა თქმა უნდა, ვხუმრობ, მაგრამ, როგორც იტყვიან, ყველა ხუმრობაში საკმაოდ ბევრი სიმართლეცაა. ამ შემთხვევაში სიმართლე ისაა, რომ ხალხის ნაწილს საბჭოთა ნოსტალგია აქვს…
– ასეთი განწყობები მარგინალურ ადამიანებშია. ვიღაც სოციალურ ქსელში „ტროიკებს“ რომ ითხოვს, შემდეგ ამ მოთხოვნას აიტაცებენ. არადა, „ტროიკებზე“ რამდენი წიგნი დაიწერა, რამდენი კინო იქნა გადაღებული, ვიცით რა საზიზღრობაც იყო ეჟოვისა და ბერიას პერიოდები, როცა ხალხს „ტროიკები“ ხვრეტნენ“.
იმის მაგივრად, რომ ვინც „ტროიკებს“ ითხოვს, გაასამართლონ ფაშისტური პროპაგანდის მიმდევრობის გამო, ამას ხელის შეწყობა ხდება. ეგეც დაგეგმილი ანტიდასავლური პროპაგანდის ნაწილია. ეს საკმაოდ სახიფათო გზაა, რადგან, შესაძლოა, ეს პროცესი უმართავი გახდეს.
– ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ დასავლეთს „ლიბერალური ფაშიზმით“ უწოდებს. თუ ხელისუფლების „მოლაპარაკე თავების“ კომენტარებს მივადევნებთ თვალს, ასე ჩანს.
თუ ევროკავშირი „ლიბერალური ფაშისტური“ იდეოლოგიით იმართება, მაშინ გაუგებარია მტკიცება, რომ „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა ევროკავშირში მიჰყავს. თან ამატებს, ევროკავშირისკენ მაშინ წავალთ, როცა ტრამპი ჯერ აშშ-ში დაამარცხებს დიფ სთეითს და შემდეგ ევროპაში.
ეს თამაშია, თუ რა ხდება?
– არა, ეს არ არის თამაში, ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა, პროპაგანდა, და როგორც გითხარით, ქართულ საზოგადოებში დასავლური განწყობების შემობრუნება და საქართველოში რუსული, ან აზიური ავტორიტარული მმართველობის დამკვიდრების მცდელობა.
იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროპული ორიენტაციიდან ამგვარი მმართველობისკენ გეზი შეიცვალოს, ამას სჭირდება მიზანმიმართული და ძალიან კარგი და გათვლილი. შესაბამისი რიტორიკის გაშლით მოქმედებები. ასეთი პროპაგანდის მიზანია საზოგადოებაში ევროპული განწყობების შემობრუნება. „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს რომ საზოგადოებაში პროევროპული განწყობები ანტიევროპულად გადააქციოს. რა თქმა უნდა, ყველასი ვერ მოხერხდება, მაგრამ, ნაწილის მაინც მოხდება.
რასაც მე სოციალურ ქსელში ვადევნებ თვალს, 100 კაციდან, შეიძლება ითქვას ერთს მიჰყავს „პარადი“. ანუ კატეგორიულად აცხადებს რამეს და შემდეგ ამ აზრს ბრმად 10 ადამიანი მიჰყვება. „ქართული ოცნება“ ამ ტიპის განცხადებებს შემდეგ მაქსიმალურად აჟღერებს.
„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს რომ საზოგადოებაში პროევროპული განწყობები ანტიევროპულად გადააქციოს
როცა ასე ხდება მიზანმიმართულად, მერე არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ბევრი ფიქრობს, რომ დასავლეთი ცუდია, და საერთოდაც ბოროტებაა. ლიბერალიზმი და ფაშიზმი ერთ კონოტაციაში უნდა იქნას განხილული. ყველა ჩვენგანშია გენეტიკურად ჩადებული, რომ ფაშიზმი ცუდია და შედეგიც მიღწევადი ხდება, რომ ქვეყანაში საზოგადოებრვი აზრი დასავლეთისგან სხვა მიმართულებით შეტრიალდეს.
– მესმის რასაც ბრძანებთ. ამ დისკუსიაში შევეცადე ბევრისთვის შემეხსენებინა, თუ როგორი ყველა თვალსაზრისით თანამედროვე, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სასაზღვრო-საკონტროლო პუნქტები გვაქვს თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან.
მახსოვს, მათ მოწესრიგებაში რა როლი შეიტანა ევროკავშირმა და ევროკავშირის წამყვანმა ქვეყნებმა. საზღვრის ეს მონაკვეთები რომ საზღვარს დამსგავსებოდა, ვგულისხმობ, მესაზღვრეების, მებაჟეების მომზადებას და ასე შემდეგ. ერთადერთი ქვეყანაა რუსეთი, რომელთანაც ჩვენ საზღვრის მხოლოდ ერთი მონაკვეთი გვაქვს მოწესრიგებული. ასეა, რადგან ორი მონაკვეთი რუსეთს აქვს ოკუპირებული.
მიუხედავად იმისა, რაც ბრძანეთ, მაინც რთული იქნება რუსეთს დავემსგავსოთ. თუ უკვე ვართ დამსგავსებული, არ ვიცი, მაგრამ, ფაქტია, რომ ეს პროცესი ძალიან რთული და მტკივნეული იქნება…
– საქმე ისაა, რომ საქართველო რომ რუსეთს დაემსგავსოს, საზოგადოების უმეტესობას არ უნდა, მაგრამ ელიტას ეს უნდა.
მათ იციან თუ როგორ ცხოვრობს რუსეთში მმართველი ელიტა, რომ მათ მილიონები და მილიარდები აქვთ. მმართველი ელიტა გადახლართულია ბიზნესელტასთან. რუსეთში უკვე მნიშვნელობა არ აქვს ვინაა დუმის წევრი და ვინ მილიარდერი ბიზნესმენი.
ასეთი მმართველობა აწყობს ჩვენთანაც რომ იყო ჩვენს მმართველ ელიტას. ეს მათთვის კომფორტული მდგომარეობაა. მათ კომფორტს არღვევს ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა და ასე შემდეგ.
თუ პრიორიტეტებზეა საუბარი, მაგალითად „ქართული ოცნების“ პარლამენტარი რას აირჩევს – საკუთარ კეთილდღეობას, მილიონერობა-მილიარდეობას თუ იმას, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი? და თავად დარჩეს ჩვეულებრივ პარლამენტის წევრად, რომელსაც მინიმალური პრივილეგიები და მხოლოდ ხელფასი ექნება.
„ქართულ ოცნებას“ ხალხი მიჰყავს იქეთ, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას არ უნდა
მათ ახლა 12 ათას ლარზე მეტი აქვთ ხელფასი, მაგრამ, მათთვის ეს არ არის საოცნებო მდგომარეობა. აღმოჩნდა, რომ მათ ურჩევნიათ სიმდიდრე და ყველა შემთხვევაში იყვნენ მილიონერები და მილიარდერები. მათთვის მთავარი არაა ქვეყანა სად იქნება. მთავარია მათ ჰქონდეს სტაბილური და დიდი შემოსავალი ავტორიტარული მმართველობით სტაბილურ ქვეყანაში.
ამ ხალხს ქვეყნის სუვერენიტეტი ესმით ასე – სუვერენულია ქვეყანა, თუ მათ აქვთ ქვეყნის ძარცვის სუვერენული უფლება და ისინი დაცული არიან. მათ არ აინტერესებთ არავითარი საერთაშორისო ვალდებულებები. მხოლოდ ის შიდა კანონმდებლობა და კანონები აინტერესებთ, რასაც თავად იღებენ და რომლებიც მათი ძალაუფლებაში ყოფნას იცავს.
რაც შეეხება საერთაშორისო ვალდებულებებს, ისინი მათ არ იღებენ, ან თუ მიიღეს, არავინ არ უნდა ჩაერიოს მათ საქმეებში, რადგან ეგ მათი საქმე არ არის. ეს არის აბსოლუტური ნონსენსი, მაგრამ ეს არის მათი პოლიტიკა. ახლა საინტერესო ისაა, „ქართულ ოცნებას“ ამგვარი პოლიტიკის გატარებაში ხალხი გაჰყვება თუ არაა.
და კიდევ – ხალხი თუ არ გაჰყვა, ძალის გამოყენებით წაიყვანენ. აძლიერებენ პოლიციას და ასე შემდეგ. „ქართულ ოცნებას“ ხალხი მიჰყავს იქეთ, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას არ უნდა.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი
