რუსეთი იაპონიას უკრაინისთვის “პატრიოტების” მიწოდებაზე აფრთხილებს

თუ იაპონია უკრაინას “პატრიოტის” ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს, ტოკიოს ამ ნაბიჯს “მძიმე გავლენა” ექნება რუსეთ-იაპონიის ურთიერთობაზე – ეს განცხადება დღეს, 27 დეკემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა, მარია ზახაროვამ გააკეთა.
ზახაროვას თქმით, ტოკიო კარგავს კონტროლს ამერიკულ იარაღზე, რომლითაც “ვაშინგტონს ახლა შეუძლია გააკეთოს ის, რაც მოესურვება”. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი არ გამორიცხავს, რომ “უკვე აპრობირებული სქემით”, საჰაერო თავდაცვისთვის განკუთვნილი “პატრიოტის” რაკეტები უკრაინაში მოხვდება.
“მოვლენების ამგვარი სცენარით განვითარება კი “რუსეთის წინააღმდეგ ცალსახად მტრულ ქმედებად აღიქმება და მოიტანს მძიმე შედეგებს იაპონიისთვის ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მოსკოვში გამართულ ყოველკვირეულ ბრიფინგზე.
მოსკოვსა და ტოკიოს შორის ურთიერთობები ისედაც რთული იყო და კიდევ უფრო გაუარესდა მას შემდეგ, რაც რუსეთი მეზობელ უკრაინაში 2022 წლის თებერვალში კიდევ ერთხელ შეიჭრა და იქ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. იაპონია მალევე შეუერთდა თავის დასავლელ მოკავშირეებს და რუსეთს მრავლისმომცველი ეკონომიკური სანქციები დაუწესა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ