ლევან სანიკიძე ევროპარლამენტის ანგარიშზე – თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ჩანაწერს ვხედავთ ისე, რომ ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია უნდა გვქონდეს – ჩვენი პოზიციაა, რომ ეს ერთიანობა გამოხატული იყოს ე.წ. არჩევნების ბოიკოტით

ევროპარლამენტის ანგარიშში დაფიქსირებულია ქართველი ხალხის ურყევი ნება, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს გამიჯნული ჰყავთ ქართველი ხალხი და „ქართული ოცნება“ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან სანიკიძემ ევროპარლამენტის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულია ცხადი მოწოდება, რომ ოპოზიცია იყოს ერთიანი. სანიკიძის თქმით, მათი პოზიციაა, რომ ეს ერთიანობა გამოხატული იყოს მხოლოდ და მხოლოდ ე.წ. ს ბოიკოტით.
„ევროპარლამენტის ანგარიშში დაფიქსირებულია ქართველი ხალხის ურყევი ნება, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს გამიჯნული ჰყავთ ქართველი ხალხი და “ქართული ოცნება” და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებით არის ჩანაწერი, ერთი არის მოწოდება ს გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რომელიც ბევრმა არ შეიმჩნია და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამ საკითხს არ აყენებენ ეჭვქვეშ. მეორე, „ნაციონალური მოძრაობის“ როლი ევროპული ინტეგრაციის პროცესში და ამ ყველაფრის მედროშეობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ჩანაწერია გაკეთებული. პოლიტპატიმრებთან, ახალ არჩევნებთან, თან მიმართებით, ყველგან არის ძალიან მკაფიოდ გაკეთებული განცხადება. რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენ როგორც ვხედავთ ამას და ამ ჩანაწერს არ აქვს ინტერპრეტაციის შესაძლებლობა, როდესაც ქუჩის დროს ჩვენ შევძელით საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, ხელისუფლების ლეგიტიმაციის პრობლემის შექმნა საერთაშორისო მასშტაბით, ზუსტად ასე, ერთიანი პოზიციით უნდა ვიყოთ ჩამოყალიბებული თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით და ჩვენი პოზიციაა, რომ ეს ერთიანობა გამოხატულია მხოლოდ და მხოლოდ ე.წ. არჩევნების ბოიკოტით“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე – ძალიან კარგად იციან, რომ თუ არ მიდიხარ საგამოძიებო კომისიაზე, ამას მოჰყვება შესამაბისი რეაგირება – იციან, რომ სასჯელი დიდი არ არის, ამით უნდათ პოლიტიკური ბენეფიტების მიღება

შალვა პაპუაშვილი – მგონი, ბატონმა ფიშერმა უარი თქვა ელჩობაზე და იქცა რადიკალური ოპოზიციის ყველაზე რადიკალური ფრთის მხარდამჭერად – გერმანელი ხალხი ნამდვილად არ არის ამ ღირებულების მატარებელი, რასაც ფიშერი ქართველ ხალხს აჩვენებს

ცირა ელისაშვილი: არჩევნებში თუ შედიხართ გაბედეთ ამის თქმა, დროულად. საზოგადოება თავად შეაფასებს თქვენი პოზიციის მართებულობას, მთავარია რომ თქვათ სიმართლე, როცა თქვენი კოლეგის სიცოცხლე ბეწვის ხიდზე გადის!

შალვა პაპუაშვილი – კატასტროფაა, როცა ევროკავშირის საელჩო აფინანსებს აქციებს – გასაოცარია, რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა, შევუკვეთეთ ევროპული ღირებულებები და ჩამოგვივიდა ევროპული ექსტრემიზმი